![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c0/Tugu_Sukarno_Palangkaraya.jpg/640px-Tugu_Sukarno_Palangkaraya.jpg&w=640&q=50)
პალანგკა-რაია
From Wikipedia, the free encyclopedia
პალანგკა-რაია ― ინდონეზიის პროვინციის, ცენტრალური კალიმანტანის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი კუნძულ ბორნეოზე, მდინარე კაჰაიანსა და საბანგაუს შორის მდებარეობს. 2020 წლის აღწერით პალანგკა-რაიის მოსახლეობა 293 500 ადამიანს შეადგენს. ფართობის მიხედვით პალანგკა-რაია ინდონეზიის უდიდესი ქალაქია (ჯაკარტაზე თითქმის ოთხჯერ დიდია). ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული (მათ შორისაა დაცული ტყეები, საკონსერვაციო ტერიტორიები და ტანგკილინგის ტყე). კალიმანტანის ქალაქებს შორის პალანგკა-რაიას ადამიანური განვითარების ინდექსის უმაღლესი მაჩვენებელი აქვს.
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
პალანგკა-რაია ინდონ. Palangkaraya | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
შიდა დაყოფა | Pahandut[1] , Sabangau[1] , Rakumpit[1] , Bukit Batu[1] და Jekan Raya[1] | ||
კოორდინატები | 2°12′36″ ს. გ. 113°55′12″ ა. გ. | ||
დაარსდა | 17 ივლისი, 1957 | ||
ფართობი | 2399.5±0.01 კმ² | ||
მოსახლეობა | 249 434 (2015)[2] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.palangkaraya.go.id/ | ||
| |||
ქალაქი ცენტრალური კალიმანტანის პროვინციის ეკონომიკური, სამთავრობო და საგანმანათლებლო ცენტრია. შედარებით ახალი ქალაქია, რომელიც 1957 წელს დაარსდა. პალანგკა-რაიის მშენებლობაში ინდონეზიას საბჭოთა კავშირმაც დაუჭირა მხარე, სოციალისტურ ბანაკთან სუკარნოს ურთიერთობების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა შედარებით განვითარებულია და ადამიანური განვითარების ინდექსის მაღალი მაჩვენებელი აქვს, პალანგკა-რაია გარემოსდაცვითი პრობლემებით გამოირჩევა, როგორიცაა ტყეების ხანძრები, წყალდიდობები და ა.შ.