![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/aa/Paco_de_Luc%25C3%25ADa_4.jpg/640px-Paco_de_Luc%25C3%25ADa_4.jpg&w=640&q=50)
პაკო დე ლუსია
From Wikipedia, the free encyclopedia
პაკო დე ლუსია (ესპ. Paco de Lucía, ნამდვ. სახელი — ფრანსისკო გუსტავო სანჩეს გომესი (ესპ. Francisco Gustavo Sánchez Gomes); დ. 21 დეკემბერი, 1947 — გ. 25 თებერვალი, 2014) — ესპანელი კომპოზიტორი და ვირტუოზი გიტარისტი. აღიარებულია მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტად ფლამენკოს სტილში. მისი შემოქმედება რამდენიმე ჟანრს მოიცავს, როგორიც არის ჯაზი, ევროპული კლასიკური მუსიკა და მსოფლიო მუსიკა. ბერკლის მუსიკალურმა კოლეჯმა მას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.[3]
სწრაფი ფაქტები პაკო დე ლუსია, ბიოგრაფია ...
პაკო დე ლუსია | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ფრანსისკო გუსტავო სანჩეს გომესი |
დაბ. თარიღი | 21 დეკემბერი, 1947 |
დაბ. ადგილი | ანდალუსია, ესპანეთი |
გარდ. თარიღი | 25 თებერვალი, 2014 (66 წლის) |
გარდ. ადგილი | Playa del Carmen[1] ან კანკუნი[2] |
ჟანრ(ებ)ი | ფლამენკო, ევროპული კლასიკური მუსიკა, ჯაზი |
საქმიანობა | გიტარისტი, კომპოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა |
აქტიური | 1958-2014 |
ხელმოწერა |
![]() |
საიტი | pacodelucia.org |
პაკო დე ლუსია ვიკისაწყობში |
დახურვა