![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5d/Karachi_-_A_Sea_Port_and_Business_hub.jpg/640px-Karachi_-_A_Sea_Port_and_Business_hub.jpg&w=640&q=50)
პაკისტანის ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
პაკისტანის ეკონომიკა დაბალშემოსავლიანი განვითარებადი ეკონომიკაა. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით პაკისტანის მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში 24-ე ადგილზეა. 2021 წლის მონაცემებით მოსახელოაბ 227 მილიონ ადამიანს აღემატება და პაკისტანი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. პაკისტანის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 347 ამერიკულ დოლარს უტოლდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 1 562 ამერიკული დოლარია (160-ე მსოფლიოს მასშტაბით). მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შესაბამისად განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტი 1.329 ტრილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე 5 953 ამერიკული დოლარის ტოლია (140-ე მსოფლიოს მასშტაბით).[1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5d/Karachi_-_A_Sea_Port_and_Business_hub.jpg/640px-Karachi_-_A_Sea_Port_and_Business_hub.jpg)
პაკისტანი განვითარებადი სახელმწიფოა[2][3][4] ნახევრადსამრეწველო ეკონომიკით.[5][6][7] მთავარ საექსპორტო სამომხმარებლო საქონელს შორისაა ტექსტილი, ტყავის საქონელი, სპორტული აღჭურვილობა, ქიმიური ნივთიერებები და ხალიჩები.[8][9]
პაკისტანის ეკონომიკური პოლუსები მდინარე ინდის გასწვრივაა,[6][10] კარაჩის დივერსიფიცირებული ეკონომიკისა და პენჯაბის მთავარი ურბანული ცენტრების ირგვლივაა თავმოყრილი, რომლების ქვეყნის ნაკლებად განვითარებული ტერიტორიების გვერდით თანარსებობენ.[6] პაკისტანის ეკონომიკისთვის ბოლო წლებში პრობლემური იყო შიდა პოლიტიკური არეულობები, მოსახლეობის სწრაფი ზრდა და უცხოური ინვესტიციების შერეული დონეები.[11] უცხოური გაცვლითი რეზერვები მუშების სტაბილური ფულადი გზავნილებითაა უზრუნველყოფილი, მაგრამ ზრდად მიმდინარე ანგარიშების დეფიციტს, რაც ექსპორტსა და იმპორტს შორის დიდი სხვაობითაა გამოწვეული, რეზერვების შემცირება და მშპ-ის ზრდის საშუალო დონემდე დაყვანა შეუძლია.[12][13] ამჟამად პაკისტანში ეკონომიკური ლიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის ყველა სამთავრობო კორპორაციის პრივატიზაციის პროცესიც, რომელიც უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ისახავს მიზნად.[14]
2021 მაისში პაკისტანის მთავრობის პროგნოზით მომავალში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5% იქნება, რაც ერთ-ერთი უდიდესია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში.[15] მსოფლიო ბანკის მონაცემებით პაკისტანში სიღარიბის მაჩვენებელი 2001 წელს 64.3%-ს შეადგენდა, რომელიც 2018 წლისთვის 21.9%-მდე შემცირდა. ქვეყნის მაკროეკონომიკური პოზიციის გაუმჯობესებამ Moody's Investors Service-ს პაკისტანის ვალის „სტაბილურ“ კატეგორიას მიკუთვნების საშუალება მისცა.[16]