![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/A_Waterfall_after_the_rain._Mount_Roraima._Roraima_Tepuy.jpg/640px-A_Waterfall_after_the_rain._Mount_Roraima._Roraima_Tepuy.jpg&w=640&q=50)
პაკარაიმის მთები
From Wikipedia, the free encyclopedia
პაკარაიმის მთები (პორტ. Serra Pacaraima, ფრანგ. Sierra Pacaraima) — მთები გაიანაში. გადაჭიმულია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბრაზილიისა და ვენესუელის საზღვრის გასწვრივ. აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულებით ვრცელდება 800 კმ-ზე. უმაღლესი მწვერვალია რორაიმის მთა, ზღვის დონიდან 2 810 მეტრზე, რომელსაც გარს აკრავს 300 მეტრიანი კლიფები.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/A_Waterfall_after_the_rain._Mount_Roraima._Roraima_Tepuy.jpg/640px-A_Waterfall_after_the_rain._Mount_Roraima._Roraima_Tepuy.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/dd/Kaieteur_Falls%2C_Guyana.jpg/640px-Kaieteur_Falls%2C_Guyana.jpg)
პაკარაიმის მთები ერთმანეთისგან ჰყოფს მდინარე ორინოკოს ხეობასა და ამაზონის აუზს. ასევე, წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს ბრაზილიასთან და ვენესუელასთან.[1] ამ მთებში სათავეს იღებს ბევრი მდინარე, რომლებიც თვალწარმტაცი ჩანჩქერების სიუხვით გამოირჩევიან. მათ შორის სილამაზით განსაკუთრებით გამოირჩევა კაიეტურის ჩანჩქერი.