From Wikipedia, the free encyclopedia
პაისანდუ (ესპ. Paysandú) — ქალაქი ურუგვაიში, პაისანდუს დეპარტამენტის დედაქალაქი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პაისანდუ Paysandú | |||||
| |||||
ქვეყანა | ურუგვაი | ||||
დეპარტამენტი | პაისანდუ | ||||
კოორდინატები | 32°19′17″ ს. გ. 58°04′32″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1756 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 34 მ | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 76 412 კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-3 | ||||
სატელეფონო კოდი | +598 472 | ||||
საფოსტო ინდექსი | 60000 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.paysandu.gub.uy/ | ||||
მდებარეობს მდინარე ურუგვაის ნაპირებზე, რომელზეც გაივლის საზღვარი არგენტინასთან. გაშენებულია დედაქალაქ მონტევიდეოდან 378 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, პაისანდუ ურუგვაის სიდიდით მეოთხე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობის მხრივ.
ქალაქის სიახლოვეს, ჩრდილოეთით მდებარეობს ხენერალ-არტიგასის ხიდი, რომელიც ურუგვაის აკავშირებს არგენტინის ენტრე-რიოსის პროვინციასთან, ქალაქ კოლონის სამხრეთ ნაწილთან.[1]
დაარსდა 1756 წლის ოქტომბერში და „ვილიას“ (პატარა ქალაქი) სტატუსი მიიღო ჯერ კიდევ ურუგვაის დამოუკიდებლობამდე. 1863 წლის 8 ივნისს სტატუსი ამაღლდა და ეწოდა „სიუდადი“ (ქალაქი).
1864 წლის 2 დეკემბერს ურუგვაის ძალებმა გენერალ ლეონარდო გომესის ხელმძღვანელობით ქალაქი შემოჭრილ ბრაზილიელთა ძალებისგან დაიცვეს.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.