პავლე ივანეს ძე კამნევი (დ. 14 ნოემბერი, 1937, მაჰაჩყალა — გ. 9 იანვარი, 2023, ეკატერინბურგი) — საბჭოთა და რუსი რაკეტმშენებლობის კონსტრუქტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი. საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის კონცერნ „ალმაზ-ანტეის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი (2017-დან).

სწრაფი ფაქტები პავლე კამნევი, დაბ. თარიღი ...
პავლე კამნევი
რუს. Камнев Павел Иванович
Thumb
დაბ. თარიღი 14 ნოემბერი, 1937(1937-11-14)
დაბ. ადგილი მაჰაჩყალა
გარდ. თარიღი 9 იანვარი, 2023(2023-01-09) (85 წლის)
გარდ. ადგილი ეკატერინბურგი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა მეცნიერი და აეროკოსმოსური ინჟინერი
ალმა-მატერი მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები მედალი „შრომის ვეტერანი“, საპატიო ნიშნის ორდენი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი, რუსეთის ფედერაციის შრომის გმირი, სვერდლოვსკის ოლქის საპატიო მოქალაქე, საიუბილეო მედალი „რუსეთის ფლოტის 300 წელი“, მედალი „საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი ს. გ. გორშკოვი“ და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია
დახურვა

წითელი დიპლომით დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი, რის შემდეგაც მუშაობდა სვერდლოვსკის კალინინის სახელობის მანქანათმშენებელ ქარხანაში. ინჟინრიდან მიაღწია მთავარი კონსტრუქტორის პირველი მოადგილის თანამდებობას (წარმოების ხელმძღვანელი). 1991 წელს გახდა საცდელ-საკონსტრუქტორო ბიურო „ნოვატორის“ მთავარი კონსტრუქტორის პირველი მოადგილე, შემდეგ — მისი ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობდა მრავალი სარაკეტო კომპლექსის (მ.შ. „კალიბრის“) შემუშავებაში, ხელმძღვანელობდა სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სამხედრო-საჰაერო ძალების, რაკეტ- და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების სხვადასხვა კლასის სარაკეტო შეიარაღების ათეულობით ნიმუშის შექმნისა და მოდერნიზაციის სამეცნიერო-ტექნიკურ სამუშაოებს.[1]

ორჯერ ჰქონდა მიღებული რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია (1997, 2006). 2016 წელს მიენიჭა შრომის გმირის წოდება.[1]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.