ო-ნიგირი
From Wikipedia, the free encyclopedia
ო-ნიგირი (ან: ონიგირი; お握り ; 御握り; おにぎり), ასევე ცნობილი როგორც ო-მუსუბი (お結び; おむすび), ნიგირიმეში (握り飯; にぎりめし) ან ბრინჯის ბურთი, არის იაპონური კერძი, რომელიც მზადდება თეთრი ბრინჯით და ნორით (წყალმცენარით). ძირითადად, ბრინჯს ბურთის ან ცილინდრის ფორმას აძლევენ და ახვევენ ნორიში. ტრადიციულად, ო-ნიგირის შიგთავსი წარმოადგენს დამარილებული ორაგულს, კაცუობუშის, კომბუს, ტარაკოს, მენტაიკოს (თევზები/წყალმცენარეები) ან სხვა მარილიან ან მჟავე ინგრედიენტს, რომლებიც ბუნებრივი კონსერვანტის როლს ირგებენ. იაპონიაში, მაღაზიების უმეტესობა ონიგირის ამზადებს მრავალფეროვანი შიგთავსით და არომატებით. არსებობს სპეციალური მაღაზიებიც, რომლებიც მხოლოდ ონიგირის ყიდიან. იაპონიაში ეს კერძი გასაკუთრებით პოპულარულია და იაპონურ რესტორნებშიც, მთელი მსოფლიოს გარშემო, ის ერთ-ერთი უმთავრესი კერძია.
გავრცელებული მცდარი აზრია, რომ ო-ნიგირი იდენტურია ნიგირისუშისა (ასევე უწოდებენ ნიგირის), მაგრამ ეს ორი განსხვავაებული კერძია. ო-ნიგირი მზადდება უბრალო (ან მსუბუქად დამარილებული) ბრინჯით, სუში კი ბრინჯით, რომელშიც შერეულია ძმარი, შაქარი და მარილი[1]. ასევე, ო-ნიგირის არ აქვს სუშის ფორმა. სუში წარმოიშვა როგორც თევზის შენახვის ხერხი, რადგან ბრინჯით დაფარული თევზი თვეების განმავლობაში არ ფუჭდებოდა, ო-ნიგირის კი დამზადების შემდეგ მალევე მიირთმევენ.