ოქსფორდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოქსფორდი (ინგლ. Oxford [ˈɒksfərd]) — ქალაქი და ოქსფორდშირის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი, სამხრეთ ინგლისში. ქალაქის მოსახლეობა 165 000-ს არ აღემატება. ქალაქში მიედინება მდინარეები ჩერუელი და ტემზა, რომლებიც ქალაქის ცენტრის სამხრეთით უერთდება ერთმანეთს. ტემზის დაახ. 16 კმ ოქსფორდის სიახლოვეს ცნობილია, როგორც ისისი.
ეს სტატია ქალაქ ოქსფორდს ეხება. ოქსფორდის უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ ოქსფორდის უნივერსიტეტი. |
ქალაქში მდებარეობს ოქსფორდის უნივერსიტეტი, რომელიც უძველესი უნივერსიტეტია ინგლისურენოვან მსოფლიოში.
შენობები ოქსფორდში საქსონების მოსვლის შემდეგ გაბატონებულ ყველა ბრიტანულ არქიტექტურულ სტილს მოიცავს. მათ შორის ღირსშესანშნავია XVIII საუკუნის რედკლიფ კამერა. ოქსფორდი ცნობილია, როგორც „მეოცნებე ქიმების ქალაქი“, რაც მას პოეტმა მეთიუ არნოლდმა შეარქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის შენობების ჰარმონიული არქიტექტურის გამო.