![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0c/GoldenGateBridge-001.jpg/640px-GoldenGateBridge-001.jpg&w=640&q=50)
ოქროს კარიბჭე (ხიდი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ოქროს კარიბჭე (ინგლ. Golden Gate Bridge – ოქროს კარიბჭის ხიდი) — დაკიდებული ხიდი გოლდენ-გეიტის სრუტეზე, რომელიც სან-ფრანცისკოს უბეს წყნარ ოკეანესთან აერთებს. ხიდის სრული სიგრძე 2.7 კმ-ია; დისტანცია საყრდენ კოშკებს შორის 1.280 მ, ხოლო სიმაღლე ხიდის მაგისტრალურ ნაწილსა და წყალს შორის საშუალოდ 67 მ. ორი საყრდენი კოშკი 227,4 მ-ია წყლის ზევით. მთავარი დაკიდებული კაბელების დიამეტრი — 0,91 მ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0c/GoldenGateBridge-001.jpg/640px-GoldenGateBridge-001.jpg)
ოქროს კარიბჭე ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდი იყო მსოფლიოში მისი მშენებლობის დასრულების ჟამს 1937 წელს და მას შემდეგ სან-ფრანცისკოს საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლო გახდა. ამჟამად ხიდი სიდიდით მეორე დაკიდებული ხიდია აშშ-ში ვერაძანო-ნეროუს ბრიჯის შემდეგ (ნიუ-იორკი).
ოქროს კარიბჭეზე დღეში 118 000 ადამიანი გადადის.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/02/Golden-Gate-Bridge.svg/640px-Golden-Gate-Bridge.svg.png)