ოუჩო
ქალაქი ნამიბიაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ოუჩო — ქალაქი ნამიბიაში,[1] კუნენეს რეგიონში, ოუჩოს საარჩევნო ოლქის ცენტრი. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 8 445 ადამიანს შეადგენს. ცნობილია, როგორც ეტოშის ეროვნული პარკის მთავარი კარიბჭე.[2]
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ოუჩო | |||
| |||
ქვეყანა | ნამიბია | ||
რეგიონი | ერონგოს რეგიონიერონგოს რეგიონი | ||
კოორდინატები | 20°06′32″ ს. გ. 16°09′17″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1897 | ||
ცენტრის სიმაღლე | 1216 მეტრი | ||
მოსახლეობა | 8 445 კაცი (2011) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
სატელეფონო კოდი | 67 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.outjomunicipality.com/ | ||
დახურვა
ქალაქი 1897 წელს გერმანელებმა დააარსეს პატარა სამხედრო ბაზის ირგვლივ, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილის კვლევის მიზნით. ოუჩოს სიახლოვეს მდებარეობს გამკარაბის მღვიმე, რომელიც განთქმულია სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით.
ოუჩოს მართავს მუნიციპალური საბჭო, რომელშიც ამჟამად შვიდი წევრი შედის.[3]
ქალაქიდან 10 კილომეტრში მდებარეობს ასაფრენი ზოლი მომცრო თვითმფრინავებისათვის. ოუჩო ნამიბიის სარკინიგზო სისტემის ბოლო სადგურია, თუმცა, ამჟამად ქალაქში სარკინიგზო სერვისი არ არსებობს.