![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/61/Tokyo_Otemachi_1-chome_Redevelopment_Bldgs_20100618-001.jpg/640px-Tokyo_Otemachi_1-chome_Redevelopment_Bldgs_20100618-001.jpg&w=640&q=50)
ოტემაჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოტემაჩი (大手町) - ჩიოდას რაიონი, ტოკიოში, იაპონიაში. მდებარეობს ტოკიოს სადგურისა და მარუნუჩის ჩრდილოეთით, საიმპერატორო სასახლის აღმოსავლეთით, ნიჰონბაშის დასავლეთით და კანდას სამხრეთით. მისი მდებარეობა სოფელ შიბაზაკის ყოფილი ადგილია და ტოკიოს უძველეს ნაწილს წარმოადგენს. ედოს პერიოდში (1603-1868) ოტემაჩის ტერიტორია პრინცი მაცუდაირას უზარმაზარი სასახლის ადგილსამყოფელი იყო.
რაიონი | |
---|---|
ოტემაჩი 大手町 | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მუნიციპალიტეტი | ჩიოდა |
კოორდინატები | 35°41′17″ ჩ. გ. 139°45′51″ ა. გ. |
საფოსტო ინდექსი | 100-0004[1] |
ოტემაჩს მოიხსენიებენ, როგორც იაპონური ჟურნალისტიკის ცენტრს, სადაც ხუთი უმსხვილესი გაზეთებიდან სამის (Nihon Keizai Shimbun, Sankei Shimbun და Yomiuri Shimbun) მთავარი ოფისი მდებარეობს. ასევე აქ არის ძირითადი ფინანსური ცენტრი და ზოგიერთი უმსხვილესი იაპონური კორპორაციის შტაბ-ბინა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოტემაჩი იაპონური საფოსტო მუზეუმის (TeiPark) ადგილმდებარეობაცაა.[2] ამასთან ერთად ტოკიოს სახანძრო დეპარტამენტის სათაო ოფისი სწორედ ოტემაჩიში მდებარეობს. [3]