![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/MasterandMargaritaFirstEdition.jpg/640px-MasterandMargaritaFirstEdition.jpg&w=640&q=50)
ოსტატი და მარგარიტა
მიხეილ ბულგაკოვის რომანი / From Wikipedia, the free encyclopedia
ოსტატი და მარგარიტა (რუს. Мастер и Маргарита) — მიხეილ ბულგაკოვის რომანი, რომელიც გამოიცა 1966 წელს. რომანის ჟანრის ზუსტი დახასიათება რთულია - მასში არის როგორც სატირა, ფარსი, მისტიკა, ასევე - რომანტიკა, ფილოსოფიური იგავები და სხვა. რომანის სიუჟეტი არის ერთ-ერთი პოპულარული XX საუკუნის ლიტერატურაში და მის მიხედვით ასევე გადაღებული და დადგმულია არაერთი ფილმი თუ სპექტაკლი.
„ოსტატი და მარგარიტა“ | |
---|---|
Мастер и Маргарита | |
![]() რომანის პირველი პუბლიკაცია | |
ავტორი | მიხეილ ბულგაკოვი |
ქვეყანა | საბჭოთა კავშირი, რუსეთი |
ენა | რუსული |
თემა | ათეიზმი, მისტიკა, ბიბლიური სიუჟეტები, სატანა |
ჟანრი | მისტიკური რომანი |
გამომცემელი | სხვადასხვა |
გამოცემის თარიღი | 1966-1967 |
oclc | 37156277 |
რომანი გამოიცა მწერლის მეუღლის, ელენე ბულგაკოვას ინიციატივით, რომელიც თავად ეხმარებოდა მიხეილს მის დაწერაში (ბოლო დროს, როდესაც მიხეილი ავად იყო, იგი ტექსტს მეუღლის კარნახით წერდა). იგი დაიბეჭდა 1966-1967 წლებში, ავტორის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ, ჟურნალში, შემოკლებული ფორმატით. საბჭოთა ინტელიგენციაში იგი პოპულარობით სარგებლობდა და ოფიციალურ გამოცემამდე ხელით გადაბეჭდილი ასლების სახით ვრცელდებოდა.
თავად ბულგაკოვი დარწმუნებული იყო, რომ რომანი არ გამოქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების დროს. მიუხედავად ამისა, წიგნმა გავლენა იქონია საბჭოთა ხალხის აზროვნების განვითარება-ჩამოყალიბებაზე და მისმა ისეთმა ფრაზებმა, როგორიც არის „ყოველი ხელისუფლება არის ადამიანზე ძალადობა“, საკუთარი წვლილი შეიტანეს საბჭოთა რეჟიმისადმი ერთგვარ პროტესტში.
წიგნიდან ამონაწერების მიხედვით ჩანს, რომ დემონოლოგიის წყაროდ ბულგაკოვის ამ ნაწარმოებში იქცა ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის შესაბამისი სტატიები, მიხეილ ორლოვის წიგნი „ადამიანისა და ეშმაკის ურთიერთობათა ისტორია“ (1904) ალექსანდრე ამფითეატროვის „ეშმაკი ყოფითში, ლეგენდაში და შუასაუკუნოვან ლიტერატურაში“.[1].