![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8f/%25D0%25A0%25D0%25B5%25D0%25BA%25D0%25B0_%25D0%259E%25D1%2581%25D0%25BA%25D0%25BE%25D0%25BB_3.jpg/640px-%25D0%25A0%25D0%25B5%25D0%25BA%25D0%25B0_%25D0%259E%25D1%2581%25D0%25BA%25D0%25BE%25D0%25BB_3.jpg&w=640&q=50)
ოსკოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოსკოლი (რუს. Оскол, უკრ. Оскіл) — მდინარე რუსეთსა და უკრაინაში; ჩრდილოეთის დონეცის (დონის აუზი) მარცხენა შენაკადი. სიგრძე 472 კმ, აუზის ფართობი 14,8 ათ. კმ². სათავეს იღებს შუა რუსეთის მაღლობზე, მიედინება ძირითადად სამხრეთით; ქვემო წელზე აგებულია ოსკოლის წყალსაცავი. უპირატესად იკვებება თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის მარტის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე. საშუალო წლიური ხარჯი ქალაქ კუპიანსკთან (უკრაინა) 37,9 მ³/წმ. იყინება ნოემბერში – დეკემბრის დასაწყისში, ლღვება მარტში – აპრილის დასაწყისში. იყენებენ წყალმომარაგებისათვის. მდინარეზეა ქალაქები: სტარი-ოსკოლი, ნოვი-ოსკოლი (რუსეთი).[1]
სწრაფი ფაქტები ოსკოლი რუს. Оскол, უკრ. Оскіл, ქვეყანა ...
ოსკოლი რუს. Оскол, უკრ. Оскіл | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეულები | კურსკის ოლქი, ბელგოროდის ოლქი / ხარკივის ოლქი |
ქალაქები | სტარი-ოსკოლი, ნოვი-ოსკოლი |
სათავე | 51°36′00″ ჩ. გ. 37°13′00″ ა. გ. |
შესართავი |
ჩრდილოეთის დონეცი 49°05′59″ ჩ. გ. 37°24′31″ ა. გ. |
სიგრძე | 472 კმ |
აუზის ფართობი | 14,8 ათ. კმ² |
მდინარის სისტემა | ჩრდილოეთის დონეცი → დონი → აზოვის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 37,9 მ³/წმ |
![]() ![]() | |
![]() |
დახურვა