ორუხო
From Wikipedia, the free encyclopedia
ორუხო — ალკოჰოლური სასმელი , ყურძნის ჩენჩოს (ყურძნის დაჭყლეტის შემდეგ დარჩენი მყარი ნაწილი) დისტილაციით მიღებული ბრენდი ჩრდილოეთ ესპანეთში. ეს არის გამჭვირვალე სპირტი 50% -ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობით. მისი სახელი მომდინარეობს გამოთქმიდან „aguardiente de orujo“ (ყურძნის ჩენჩოს სპირტი).
ეს სასმელი პოპულარულია ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, განსაკუთრებით გალისიაში, ასევე ასტურიაში, კასტილიასა და ლეონში და კანტაბრიაში (ძირითადად ლიებანას ხეობაში). მას ასევე უწოდებენ აუგარდენტეს ან აგუარდიენტეს (ცეცხლი წყალი) . [1] ზოგი ოჯახისათვის ორუხოს დამზადება ჩამოყალიბდა ტრადიციად, რომლებიც თავად აყენებენ ღვინოს თიხის პატარა ქვაბში და ამზადებენ ორუხოს დაწურული ყურძნის ნარჩენებისგან.[2] უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში მრავალი მაღალი ხარისხის გამოხდილი ალკოჰოლური სასმელი გამოჩნდა, მათ შორის ზოგიერთი ადგილწარმოშობის დასახელებით. ასეთი სასმელი მიიღება ხარისხიანი ყურძნისგან და მზადდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და ანაცვლებს ტრადიციულ ხელნაკეთ სასმელს, რომელიც დღეს მხოლოდ პატარა სოფლებში არის ხელმისაწვდომი.