ორომიის რეგიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ორომიის რეგიონი (ორ. Oromiyaa, ამჰ. ኦሮሚያ ክልል) — ეთიოპიის რეგიონი. მისი დე-ფაქტო დედაქალაქია — ადამა, დე-იურე — ადის-აბება. მოსახლეობა — 32 815 995 ადამიანი[1] (2014 წელი), რითაც პირველია ქვეყნის რეგიონებს შორის, ფართობი — 284 537,84 კმ²[2]. იგი გადაჭიმულია ქვეყნის დასავლეთ საზღვრიდან, სამხრეთ-დასავლეთ საზღვრამდე. რეგიონი ესაზღვრება ქვეყნის დანარჩენ ყველა რეგიონს, ტიგრაის რეგიონის გარდა, ხოლო მეზობელი ქვეყნებიდან ესაზღვრება კენიას და სამხრეთ სუდანს.
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ორომიის რეგიონი ორ. Oromiyaa ამჰ. ኦሮሚያ ክልል | |||||
| |||||
ქვეყანა | ეთიოპია | ||||
ადმ. ცენტრი | ადის-აბება და ადამა | ||||
კოორდინატები | 7°59′21″ ჩ. გ. 39°22′52″ ა. გ. | ||||
ფართობი | 284 537,84 კმ² | ||||
მოსახლეობა | 32 815 995 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 115,33 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+3]] | ||||
XXI საუკუნემდე ორომიის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ადის-აბება, რომლის დასახელებაც ორომოს ენაზე გამოითქმის, როგორც — ფინფინი. ორომიის ადმინისტრაციული ცენტრის გადატანამ ადამაში გამოიწვია მრავალრიცხოვანი კამათი. 2005 წლის 10 ივნისს ორომოს ხალხის დემოკრატიულმა ორგანიზაციამ, რომელიც ქვეყნის მმართველი კოალიციის ნაწილია, განაცხადა, რომ ის აპირებს გადაიტანოს ორომიის ადმინისტრაციული ცენტრი უკან ადის-აბებაში.