![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/00/Hammam_Essalhine_Aquae_Flaviane_Khenchela_Mont_View_2.jpg/640px-Hammam_Essalhine_Aquae_Flaviane_Khenchela_Mont_View_2.jpg&w=640&q=50)
ორესის მთები
From Wikipedia, the free encyclopedia
ორესის მთები (არაბ. جبال الأوراس) — ქედი ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირსა და ტუნისში. საჰარის ატლასის აღმოსავლეთი გაგრძელება. მაქსიმალური სიმაღლე 2328 მ (მთა ჯებელ-შელია).[1]
ორესის მთები | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 35°19′ ჩ. გ. 6°38′ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
უმაღლესი წერტილი | ჯებელ-შელია |
სიმაღლე | 2328 მ |
აგებულია მეტამორფული და დანალექი ქანებით. მთისძირში 1000 მ-ზე მეტი სიღრმის სინკლინია. დამახასიათებელია სწორი და გრძელი თხემი, რომელიც მიემართება ჯერ სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ, ხოლო შემდეგ მკვეთრად აღმოსავლეთისაკენ.[2]
დანაწევრებულია ღრმა ხეობებით, რომლებიც მრავალი ნაყოფიერი უადითაა წარმოდგენილი, რომელთა შორის გამოიყოფა საჰარისკენ მიქცეული ელ-აბიოდი და ელ-აბდი.[3]
ორესის მთების ჩრდილო-დასავლეთი გაგრძელებაა დაახლოებით იგივე სიმაღლის ბელეზმის ქედი, რომელიც განფენილია თელ-ატლასისა და საჰარის ატლასის შეერთების ადგილზე.[4]
ორესის მთების ზედა კალთები შემოსილია ფიჭვის, კედარისა და მუხის ტყეებით, ხოლო ქვედა კალთები ქსეროფიტული მცენარეულობით. ქალაქ ბათნის სიახლოვეს, ელ-კანტარის უღელტეხილზე გადადის რკინიგზა და გზატკეცილი. ქედის ფარგლებში შემორჩენილია მრავალი ძველრომაული ნანგრევები. დასახლებულია ბერბერებით, კერძოდ შაუიას ხალხით და არაბი მომთაბარეებით.[3]