![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/24/Claisen_rearrangement_scheme.svg/langka-640px-Claisen_rearrangement_scheme.svg.png&w=640&q=50)
ორგანული რეაქცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ქიმიური რეაქცია — ქიმიური რეაქციები, რომლებშიც რთული ნივთიერებებია ჩართული. ორგანული ქიმიის ძირეული რეაქციის ტიპებია დამტებითი რეაქციები, ჩანაცვლების რეაქციები, პერიციკლური რეაქციები, აღდგენის რეაქციები და ფოტოქიმიური რეაქციები. ორგანულ სინთეზში ორგანული რეაქციები ახალი ორგანული მოლეკულების შესაქმნელად გამოიყენება. ადამიანის მიერ დამზადებული ქიმიური პროდუქციები ნარკოტიკები, პლასტმასი, საკვები დანამატები და ფაბრიკატები ორგანული რეაქციების შედეგად მიიღება.
![კლაისენის რეაქცია](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/24/Claisen_rearrangement_scheme.svg/640px-Claisen_rearrangement_scheme.svg.png)
უძველესი ორგანული რეაქციებია ორგანული საწვავის აალება და ცხიმებისგან საპონიფიკაციით საპნის დამზადება. თანამედროვე ორგანული ქიმია 1828 წელს ვიოჰლერის სინთეზიდან იწყება. ქიმის დარგში ნობელის პრემიის ისტორიაში რამდენჯერმე ჯილდო ორგანული რეაქციების გამოგონებისთვის გადაეცათ, როგორიცაა გრინიარის რეაქცია (1912), დილსი-ალდერის რეაქცია (1950), ვიტიგის რეაქცია (1979) და ოლეფინის მეტათეზისი (2005).