From Wikipedia, the free encyclopedia
ოპიოიდები — ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლია ოპიოიდურ რეცეპტორებთან დაკავშირება. ეს რეცეპტორები უშუალოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მდებარეობს. ოპიოიდებს, რომლებიც სტუქტურულად ძალიან ჰგავს მორფინს, ოპიატებსაც უწოდებენ.
ოპიოიდების მოქმედებას ორგანიზმზე უკავშირებენ ტკივილგამაყუჩებლებისა და სედატიურ ეფექტებს, სასუნთქი გზების შებოჭვასა და პერისტალტიკის შესუსტებას. ოპიოიდებს ხშირად იყენებენ მედიცინაში ძლიერ ტკივილგამაყუჩებლად. ის, რომ ოპიოიდები იწვევს ეიფორიას, განაპირობებს რეკრეაციულ გამოყენებას, რამაც ადამიანი დამოკიდებულებამდე ან აბსტინენტურ სინდრომამდე შეიძლება მიიყვანოს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.