From Wikipedia, the free encyclopedia
ოლსტერი (ირლ. Cúige Uladh; ინგლ. Ulster) — ირლანდიის პროვინცია. ამ ისტორიული პროვინციის 6 საგრაფო (ტერიტორიის 57 %) ჩრდილოეთ ირლანდიას ეკუთვნის, ხოლო 3 საგრაფო (ტერიტორიის 43 %) ირლანდიის რესპუბლიკას.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ოლსტერი Ulaidh / Cúige Uladh Ulstèr | |||||
| |||||
ქვეყანა | ირლანდია | ||||
ადმ. ცენტრი | ბელფასტი | ||||
კოორდინატები | 54°44′26″ ჩ. გ. 6°44′40″ დ. გ. | ||||
ფართობი | 21 552 კმ² | ||||
მოსახლეობა | 2 106 296 კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | ||||
ადრე შუასაუკუნეებში პროვინციას მართავდა ო'ნილების დინასტია. ნორმანთა შემოჭრის შემდეგ ის აღმოჩნდა ნორმანი ბარონების მმართველობის ქვეშ, თავიდან — დე კურსის, ხოლო შემდეგ — დე ლასის. მათ აქ დააარსეს ოლსტერის საგრაფო.
XIX საუკუნეში ოლსტერი იყო ყველაზე მდიდარი და აყვავებული პროვინცია ირლანდიაში, ხოლო ბელფასტმა მოსახლეობის რაოდენობით გაასწრო ქვეყნის დედაქალაქ — დუბლინს.
ოლსტერი აერთიანებს 9 საგრაფოს. მათგან 3 (კავანი, დონეგალი, მონაჰანი ) საგრაფო ირლანდიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის, ხოლო 6 (ანტრიმი, არმა, დაუნი, ფერმანა, ლონდონდერი, ტირონი) ჩრდილოეთ ირლანდიაში და მათ ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ.
# | დასახლება | საგრაფო | მოსახლეობა |
---|---|---|---|
1 | ბელფასტი | დაუნის საგრაფო ანტრიმის საგრაფო | 276 459 |
2 | დერი | ლონდონდერის საგრაფო | 90 663 |
3 | ბანგორი | დაუნის საგრაფო | 76 403 |
4 | ლისბერნი | დაუნის საგრაფო ანტრიმის საგრაფო | 71 465 |
5 | ნიუტაუნები | ანტრიმის საგრაფო | 62 056 |
6 | კრეგავონი | არმის საგრაფო | 57 685 |
7 | პორტადაუნი | არმის საგრაფო | 30 000 |
8 | ბელიმენა | ანტრიმის საგრაფო | 28 717 |
9 | ნიუტაუნარდსი | დაუნის საგრაფო | 27 821 |
10 | ნიური | დაუნის საგრაფო | 27 433 |
11 | კერიკფერგიუსი | ანტრიმის საგრაფო | 27 201 |
12 | ლურგანი | არმის საგრაფო | 25 000 |
მუქად აღნიშნულ დასახლებებს აქვთ City-ის სტატუსი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.