ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია (ინგლ. Oceania Football Confederation) — საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ფეხბურთს ოკეანეთში. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და ორგანიზება თავისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. [1]
სწრაფი ფაქტები ოფკ OFC, შეიქმნა ...
ოფკ OFC | |
---|---|
შეიქმნა | 15 ნოემბერი, 1966 |
ტიპი | international sport governing body და არაკომერციული ორგანიზაცია |
წევრები | 14 წევრი |
ენა | ინგლისური |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
თავმჯდომარე | Lambert Maltock |
oceaniafootball.com |
დახურვა
ოფკ დაარსდა 1966 წელს. 1996 წელს ფიფა-მ დაადასტურა ოფკ როგორც სრულფასოვანი კონფედერაცია და გამოყო მისთვის ადგილი თავის კომიტეტში.
2006 წლის 1 იანვარს ოკეანეთის კონფედერაცია დატოვა ავსტრალიის ნაკრებმა.
კონფედერაციის ამჟამინდელ წევრებს მხოლოდ ახალი ზელანდიის ნაკრებს უასპარეზია მსოფლიო ჩემპიონატზე. ორივე შემთხვევაში, 1982 და 2010 წლებში, ახალი ზელანდიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა ტურნირს.