ოზი ოსბორნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ მაიკლ „ოზი“ ოსბორნი (დ. 1948 წლის 3 დეკემბერს) — ინგლისელი როკ-მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და სატელევიზიო ცნობადი პიროვნება. მან პოპულარობა 1970-იან წლებში მოიპოვა ვოკალისტის სახით Black Sabbath-ში, რომლის ბნელი და მძიმე ჟღერადობა ითვლება მძიმე მეტალის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილად. ოსბორნმა ჯგუფი 1979 წელს დატოვა და ჰქონდა წარმატებული სოლო კარიერა, 11 სტუდიური ალბომის გამოცემით, საიდანაც პირველი შვიდი აშშ-ში მრავალი გზის პლატინით აღინიშნა. 2011 წელს იგი დაუბრუნდა Black Sabbath-ს, რომელმაც მოგვიანებით ჩაწერა ალბომი 13 (2013). ოსბორნს წარმატებამ შესძინა „მძიმე მეტალის ნათლიის“ არაოფიციალური წოდება.[2]
ოზი ოსბორნი | |
---|---|
ოზი (2010 წელს) | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯონ მაიკლ ოსბორნი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | ოზი (Ozzy) |
დაბ. თარიღი | 3 დეკემბერი, 1948 (1948-12-03) (75 წლის), ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი |
დაბ. ადგილი | Marston Green, ბირმინგემი[1] |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე მეტალი, მძიმე როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, კომპოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, ჰარმონიკა |
აქტიური | 1960–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Epic, CBS, Jet |
ხელმოწერა | |
საიტი | ოფიციალური საიტი |
ოზი ოსბორნი ვიკისაწყობში |
მუსიკოსის ალბომების გაყიდვები, დაწყებული Black Sabbath-ის პერიოდით აღწევს 100 მილიონ ასლს.[3][4] ჯგუფთან ერთად იგი შეყვანილია როკ-ენ-როლის დიდების და ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზებში. ბირმინგების ვარსკლავების და ჰოლივუდის დიდების ხეივნებში გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავები. 2000-იანი წლების დასაწყისში მან სატელევიზიო ვარსკვლავის სტატუსიც შეიძინა, როდესაც MTV რეალური შოუ ოსბორნების მონაწილე გახდა, მეუღლე შერონ ოსბორნთან და შვილებთან, კელისთან და ჯეკთან ერთად.