ნორმან ლინდსის გალერეა და მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნორმან ლინდსის გალერეა და მუზეუმი - ყოფილი რეზიდენცია და ფერმა, ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ხელოვნების გალერეა, ტურისტული ღირსშესანიშნაობა და მუზეუმი ახალი სამხრეთ უელსის შტატში, ავსტრალიაში მდებარეობს ცისფერი მთების რეგიონის ქალაქ ფალკონრიჯში. მუზეუმი 1898-1913 წლებში აშენდა ფრენსის ფოის, პატრიკ რაიანის, ნორმან ლინდსისა და როუზ სოუდის ხელმძღვანელობისას. გალერეა და მუზეუმი ასევე ცნობილია როგროც მერივილი და სპრინგვუდი. საკუთრება National Trust of Australia-ის დაქვემდებარებაშია. 2002 წლის 1-ელ მარტს მუზეუმი ახალი სამხრეთ უელსის შტატის კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში შეიტანეს. ქვისგან აგებული კოტეჯი 17 ჰექტარის მიწაზე მდებარეობს და ავსტრალიური მხატვრისა და მწერლის, ნორმან ლინდსისა და მისი ცოლის, როუსის საკუთრებაშია. საკუთრება ასევე მოიცავს უფრო მცირე ნაგებობებსაც, რომელთაგანაც ორი ზეთში შესრულებული ნახატებისა და ლითოგრაფიის სტუდიებად გამოიყენება.[1]
ნორმან ლინდსის გალერეა და მუზეუმი | |
---|---|
33°40′50″ ს. გ. 150°33′41″ ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრალია |
მდებარეობა | ახალი სამხრეთი უელსი |
ოფიციალური საიტი | http://www.normanlindsay.com.au |