ნორმალური და სტანდარტული პირობები
From Wikipedia, the free encyclopedia
ნორმალური პირობები — სტანდარტული ფიზიკური პირობები, რომელსაც მიაკუთვნებენ ნივთიერების თვისებებს (ნორმალურ პირობებში, ინგლ. Standard temperature and pressure, STP). ნორმალური პირობები განისაზღვრება IUPAC-ის დახმარებით (პრაქტიკული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი) შემდეგნაირად[1]:
- ატმოსფერული წნევა 101325 პა = 760 ვწ.სვ.მმ..
- ტემპერატურა ჰაერის 273,15 K = 0° C.
იდეალური აირის ერთი მოლის მოცულობა ნორმალურ პირობებში შეადგენს 22,413 996(39) დმ³[2] (ავოგადროს კანონის შედეგად), ხოლო მოლეკულების რაოდენობა 1 სმ³ შეადგენს 2,6867774(47)×1019[3] (ლოშმიდტის მუდმივა).
სტანდარტული პირობები (ინგლ. Standard Ambient Temperature and Pressure, SATP):
- წნევა 1 ბარი = 105 პა = 750,06 ვწ. სვ. მმ.;
- ტემპერატურა 298,15 К = 25 °С.
ამ პირობებში დისტილირებული წყლის დისოციაციის კონსტანტა შეადგენს 1,0×10-14.