ნორვეგიის საგრაფოები
From Wikipedia, the free encyclopedia
ნორვეგია დაყოფილია 11 ადმინისტრაციულ რეგიონად (ნორვ. fylke), რომლებსაც 1918 წლამდე ამტე ეწოდებოდათ. საგრაფოები პირველი დონის ადმინისტრაციულ დანაყოფებს ქმნიან. ისინი 365 მუნიციპალიტეტად (ნორვ. kommune) იყოფა. სვალბარდი და იან-მაიენი საგრაფებს არ მიეკუთვნება და პირდაპირ ეროვნულ დონეზე იმართება. დედაქალაქ ოსლოს ქალაქის და მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს.
2017 წელს სოლბერგის კაბინეტმა საგრაფოების ნაწილი გააუქმა, ხოლო ნაწილი გააერთიანა, რის შემდეგაც საგრაფოების რიცხვი 19-დან 11-მდე შემცირდა.[1] წინააღმდეგობის შემდეგ რეფორმის გადახედვა გახდა საჭირო. 2022 წლის 14 ივნისს სტორთინგმა რეფორმის ნაწილობრივ გაუქმებას დაუჭირა მხარი და 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ნორვეგიაში 15 საგრაფო ჩამოყალიბდება.[2]