![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9b/Norway_%2528%252Boverseas%2529%252C_administrative_divisions_-_russian_%2528zoom%2529.svg/langka-640px-Norway_%2528%252Boverseas%2529%252C_administrative_divisions_-_russian_%2528zoom%2529.svg.png&w=640&q=50)
ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორიები
From Wikipedia, the free encyclopedia
ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორიები — ნორვეგიის კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქვეყნის კუთვნილი 5 სხვადასხვა მიწის ერთობლიობა, კერძოდ 3 დამოკიდებული (ნორვ. Biland) და 2 ინტეგრირებული ტერიტორია (ნორვ. Andre deler av landet)[1].
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9b/Norway_%28%2Boverseas%29%2C_administrative_divisions_-_russian_%28zoom%29.svg/640px-Norway_%28%2Boverseas%29%2C_administrative_divisions_-_russian_%28zoom%29.svg.png)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/02/Antarctica.CIA.svg/320px-Antarctica.CIA.svg.png)
ნორვეგიის დამოკიდებული ტერიტორიები წარმოადგენენ ამ ქვეყნის დაუსახლებელ სამფლობელოებს სამხრეთ ნახევარსფეროში. ესენია ატლანტის ოკეანეში მდებარე ვულკანური კუნძული ბუვე — ფართით 49 კმ² და ორი ანტარქტიკული ტერიტორია — იმავე ატლანტის ოკეანის სამხრეთში მდებარე მატერიკული ანტარქტიდის სექტორში დედოფალ მოდის მიწა, დ. გ. 20°-სა და ა. გ. 44°38’-ს შორის, რომელსაც უკავია მატერიკის დაახლოებით ერთი მეექვსედი ნაწილი, ასევე ანტარქტიდის წყნარი ოკეანის სანაპიროდან დაახლოებით 450 კმ-ში მდებარე პატარა ვულკანური პეტრე I-ის კუნძული ბელინსგაუზენის ზღვაში[2].
ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორიებს (მაგრამ პირდაპირი გაგებით არა დამოკიდებულ ტერიტორიებს[3]) ასევე მიეკუთვნება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ნორვეგიის ზღვაში მდებარე 2 ინტეგრირებული ტერიტორიაც — დაუსახლებელი კუნძული იან-მაიენი, ფართით 377 კმ² და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მდებარე არქიპელაგი შპიცბერგენი (დათვის კუნძულის ჩათვლით).