From Wikipedia, the free encyclopedia
ნოისტრია — ეწოდებოდა ფრანკების სამეფოს დასავლეთ ნაწილს 511-737 წლებში. იგი მდებარეობდა მდინარეების სენასა და ლუარას შორის. ნოისტრიის მეფეები მეროვინგების დინასტიიდან იყვნენ. მიუხედავად განუწყვეტელი ომისა მეზობელ ავსტრაზიასთან (ფრანკთა სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი) ეს ორი სამეფო ხშირად პერსონალური უნიის ქვეშ ერთიანდებოდა. ნოისტრია სუასონის სამეფოს დამხობის შემდეგ წარმოიშვა და თავის მხრივ საფუძველი დაუდო დასავლეთ ფრანკების სამეფოს – „დასავლეთ ფრანკონიას“. ნოისტრიის მბრძანებლები მეფის ტიტულს ატარებდნენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.