![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a4/Neusiedler_Lake_satellite.png/640px-Neusiedler_Lake_satellite.png&w=640&q=50)
ნოიზიდლერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნოიზიდლერი (გერმ. Neusiedler See, უნგრ. Fertő tó) — მეორე უდიდესი სტეპის ტბა ცენტრალურ ევროპაში, ზღვის დონიდან 115 მეტრზე. მისი ფართობი 315 კმ²-ია, აქედან 240 კმ² ავსტრიის ტერიტორიაზე მდებარეობს, 75 კმ² უნგრეთის ტერიტორიაზე. ტბის აუზის ფართობი 1,120 კმ²-ს შეადგენს. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მისი სიგრძე 36 კმ-ია, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 6-12 კმ. საშუალო სიღრმე 1.8 მეტრია.
ნოიზიდლერის ტბის კულტურული ლანდშაფტი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | v |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 47°50′00″ ჩ. გ. 16°45′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2001 (25-ე სესია) |
ნომერი | 772 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ტბა გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით. მის წყლებში ბინადრობს 15 სახეობის თევზი, მრავალი უხერხემლო, ხოლო ტბის მცენარეულობა იზიდავს არაერთ უიშვიათეს მწერს. ტბაზე თავს იყრის დაახლოებით 300 სახეობის გადამფრენი ფრინველი.
ნოიზიდლერი არაერთ ტურისტსა და უბრალოდ ბუნების მოყვარულს იზიდავს. სანაპიროებზე მოწყობილია პლაჟები.
ტბა და მისი შემოგარენი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.