![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bd/Nowra_park.jpg/640px-Nowra_park.jpg&w=640&q=50)
ნოვრა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნოვრა (ინგლ. Nowra) — ქალაქი სამხრეთ ავსტრალიის შტატ ახალ სამხრეთ უელსში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 27 988 ადამიანს[1]. ნოვრა შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ სიდნეიდან დაშორებულია 170 კილომეტრით. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ტასმანიის ზღვა. ქალაქში მოედინება მდინარე შოალჰავენი, რომლის ნაპირებზე გაშენებულია ნოვრის პარკი. ნოვრაში მდინარეზე გადებულია 342 მეტრი სიგრძის მქონე ნოვრის ხიდი, რომელიც 1881 წელს აშენდა. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 1254 მმ-ს. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი თვეები — ივლისი და აგვისტო.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
ნოვრა ინგლ. Nowra | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
შტატი | ახალი სამხრეთი უელსიახალი სამხრეთი უელსი |
კოორდინატები | 34°53′00″ ს. გ. 150°36′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1852 |
ფართობი | 210,2 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 30 მეტრი |
მოსახლეობა | 27 988 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 133,15 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+10, ზაფხულში UTC+11 |
საფოსტო ინდექსი | 2541 |
დახურვა