ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიაში
From Wikipedia, the free encyclopedia
ნობელის პრემია ქიმიაში გაიცემა ყოველწლიურად 1901 წლიდან და შეადგენს 10 მილიონ შვედურ კრონს, რაც დაახლოებით 1,1 მლნ ევროს შეესაბამება. თუკი ერთ წელს პრემიას რამდენიმე ქიმიკოსი მიიღებს, პრემია თანატოლ ნაწილებად გაიყოფა ლაურეატებს შორის. ლაურეატების შერჩევა შვედეთის სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის პრეროგატივაა. 1895 წლის 27 ნოემბრით დათარიღებულ ანდერძში, რომელიც ჯილდოს მინიჭების წესს განსაზღვრავდა, პრემიის დამწესებელი ალფრედ ნობელი აღნიშნავდა, რომ ნობელის პრემია ქიმიის დარგში უნდა მიენიჭოს მას, „ვისაც ეკუთვნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქიმიური აღმოჩენა ან გაუმჯობესება“. ყოველ წელს ნობელის პრემია ლაურეატს ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს, 19 დეკემბერს, გადაეცემა შვედეთის მეფის მიერ.
漢>ა A>ა | ეს სტატია/სექცია ქართულ ენაზე თარგმნის პროცესშია. თუ ფლობთ ამ ენას, თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. |
ჯილდოს დაწესებიდან დღემდე სულ 153 ქიმიკოსმა მიიღო ნობელის პრემია. მათგან 150 მამაკაცია (98 %) და სამი ქალი (2 %).