ავრამ ნოამ ჩომსკი (ინგლ. Avram Noam Chomsky; დ. 7 დეკემბერი, 1928) — ამერიკელი ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, პოლიტიკური აქტივისტი და სოციალური კრიტიკოსი. ხშირად მას უწოდებენ „თანამედროვე ლინგვისტიკის მამას“. არის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის დამსახურებული პროფესორი. 100-ზე მეტი წიგნის ავტორია. ჩომსკი წარდგენილი იყო მსოფლიოს საუკეთესო გამოჩენილ ინტელექტუალთა შორის და ის ამ ტიტულისთვის კენჭს იყრიდა 2005 წელს.
სწრაფი ფაქტები ნოამ ჩომსკი, დაბ. თარიღი ...
ნოამ ჩომსკი |
---|
ინგლ. Noam Chomsky |
|
დაბ. თარიღი |
7 დეკემბერი, 1928(1928-12-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (95 წლის) |
---|
დაბ. ადგილი |
East Oak Lane[11] |
---|
მოქალაქეობა |
აშშ |
---|
ეროვნება |
აშქენაზები[12] |
---|
საქმიანობა |
ფილოსოფოსი[9] , ენათმეცნიერი[9] , პოლიტიკური მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი, ანთროპოლოგი, ადამიანის უფლებათა დამცველი, პედაგოგი, media critic, მწერალი[13] , პუბლიცისტი, ინფორმატიკოსი, ისტორიკოსი და anti-zionist |
---|
მუშაობის ადგილი |
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[14] |
---|
ალმა-მატერი |
ჰარვარდის უნივერსიტეტი, Central High School, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, Oak Lane Day School, პენსილვანიის უნივერსიტეტი და პენსილვანიის უნივერსიტეტი |
---|
სამეცნიერო ხარისხი |
ფილოსოფიის დოქტორი[15] |
---|
მეუღლე |
კეროლ ჩომსკი[16] და Valeria Wasserman Chomsky |
---|
მამა |
უილიამ ჩომსკი |
---|
შვილ(ებ)ი |
Aviva Chomsky |
---|
ჯილდოები |
ორუელის პრემია[17] , გუგენჰაიმის სტიპენდია[18] , ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, ჰელმჰოლცის მედალი, Thomas Merton Award, Sretenje Order, ჯეიმზ ჯოისის ჯილდო, Erich Fromm Prize, William James Fellow Award[19] , Albertus-Magnus professorate, Kyoto Prize in Basic Sciences[20] , ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ჯილდო ფსიქოლოგიაში შეტანილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო წვლილი[21] , honorary doctor of the University of St Andrews, კოლუმბიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, უფსალის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Honorary doctor of the University of Bologna, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[22] , ათენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Honorary doctorate from University of Toronto, CSS Fellow, კანადის სამეფო საზოგადოების წევრი, Fellow of the Linguistic Society of America, Honorary Doctorate of University of Buenos Aires, honorary doctorate from the McGill University, honorary doctor of the Peking University[23] , BBVA ფონდის საზღვრების ცოდნის ჯილდო, მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctor of Loyola University Chicago, honorary doctorate of the Autonomous University of Madrid, honorary doctor of the University of Chile, Associate Member of the Tunisian Academy of Sciences, honorary doctor of the University of Calcutta, Honorary doctorate from university of Florence, honorary doctor of Amherst College, Albertus-Magnus professorate[24] , Carl von Ossietzky Prize, Seán MacBride Peace Prize[25] , US Peace Prize[26] და Sydney Peace Prize[27] |
---|
ხელმოწერა |
|
---|
საიტი |
chomsky.info |
---|
|
დახურვა
დაიბადა აშშ-ში, ფილადელფიაში, საშუალო კლასის ოჯახში. ლინგვისტიკის სწავლა ნოამ ჩომსკიმ დაიწყო პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც მან მიიღო ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი.
ცნობილია თავისი რადიკალური მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებებითა და აშშ მთავრობის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის კრიტიკით. ამის გამო ბევრი დისიდენტადაც თვლის. თავს ლიბერტარიანელ სოციალისტად ანარქო-სინდიკალიზმის მომხრეს უწოდებს. როგორც „The New York Times Book Review“-მა აღნიშნა, „თუ მისი ენერგიის, მასშტაბისა და იდეების ზეგავლენის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩომსკი დღეს, შესაძლოა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოღვაწე იყოს ინტელექტუალთა შორის.“ 1980–1992 წლებში ჩომსკი ყველაზე უფრო ხშირად ციტირებული ცოცხალი მეცნიერი იყო, და მერვე ადგილს იკავებს ყველა დროის ციტირებად ავტორთა შორის.
ნოამ ჩომსკიმ დიდი კვალი დატოვა მეცნიერულ აზროვნებაზე, როგორც ენისა და აზროვნების შესწავლის ახალი, კოგნიტური ჩარჩოს შემქმნელმა. მისმა იდეებმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის, ნეოლიბერალიზმისა და თანამედროვე სახელმწიფო კაპიტალის შესახებ, ისევე, როგორც ომების, შეიარაღებული კონფლიქტებისა და მეინსტრიმული მედიის შეფასებებმა დიდი ზემოქმედება იქონია ანტიკაპიტალისტურ და ანტიიმპერიალისტურ მოძრაობებზე. ის არაერთხელ დაადანაშაულეს ანტიამერიკანიზმშიც. ჩომსკი ღიად დაუპირისპირდა აშშ-ს ჩართვას ვიეტნამის ომში, რომელიც ამერიკული იმპერიალიზმის გამოვლინებად მიიჩნია. ჩომსკი არაერთხელ დააპატიმრეს და პრეზიდენტ ნიქსონის მტრების სიაშიც შეიყვანეს. 2003 წელს მან გამოხატა თავის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ერაყის დაპყრობისა და მისი თანმხლები საოკუპაციო მოძრაობისადმი.