![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7f/Nizhny_Novgorod-25-10-2022._St._Demetrius_tower_of_the_Kremlin_02.jpg/640px-Nizhny_Novgorod-25-10-2022._St._Demetrius_tower_of_the_Kremlin_02.jpg&w=640&q=50)
ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი (რუს. Нижегородский кремль) — ციხესიმაგრე ნიჟნი-ნოვგოროდის ისტორიულ და უძველეს ნაწილში, ქალაქის მთავარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ისტორიული კომპლექსი.
სწრაფი ფაქტები ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი Нижегородский кремль, მდებარეობა ...
ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი Нижегородский кремль | |
---|---|
![]() | |
მდებარეობა | ნიჟნი-ნოვგოროდი |
მასალა | აგური |
სიმაღლე | 12-22 |
თარიღდება | 1508-1515 |
![]() |
დახურვა
ვოლგისპირეთის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორისა და ნიჟნი-ნოვგოროდის მერის ოფიციალური რეზიდენცია.
მდებარეობს მდინარე ოკისა და ვოლგის შეერთების ადგილზე. კრემლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი თითქმის ფერდობებზე დგას, სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი მინინისა და პოჟარსკის მოედანზე გადის, ხოლო სამხრეთ-დასავლეთი - პოჩაინის ხეობასა და სახალხო ერთობის მოედანზე.