![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/07/GEO-SJ-NT.svg/langka-640px-GEO-SJ-NT.svg.png&w=640&q=50)
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების სია
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების მრავალმონაცემიანი სია / From Wikipedia, the free encyclopedia
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი შედის სამცხე-ჯავახეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/07/GEO-SJ-NT.svg/640px-GEO-SJ-NT.svg.png)
მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი, 9 ტერიტორიული ორგანო და 31 სოფელი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან განძანის, გონდრიოს, გორელოვკის, დიდი ხანჩალის, ეშტიის, სათხეს, ტამბოვკის, ფოკისა და ჯიგრაშენის ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფართობია 1 354 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 24 491 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 18,1 კაცი.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი ნინოწმინდა. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის განძანი (2 558 ადამიანი), ნინოწმინდიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი ტამბოვკა (47 კმ.).