ნიკოლოზ გოგოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლი (უკრ. Микола Васильович Гоголь, რუს. Никола́й Васи́льевич Го́голь; დ. 1 აპრილი [ ძვ. სტ. 20 მარტი], 1809 ან 31 მარტი [ ძვ. სტ. 19 მარტი] 1809 ან 2 აპრილი 1809 — გ. 4 მარტი [ ძვ. სტ. 21 თებერვალი] , 1852) — უკრაინელი-რუსი მწერალი. დაიბადა წვრილი მემამულის ოჯახში. სახელი წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატის პატივსაცემად დაარქვეს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოლი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ნიკოლოზ გოგოლი | |
---|---|
უკრ. Микола Васильович Гоголь-Яновський гербу Яструбець | |
დაბადების თარიღი | 20 მარტი (1 აპრილი), 1809[1] [2] |
დაბადების ადგილი | ველიკიე-სოროჩინცი[3] [4] |
გარდაცვალების თარიღი | 21 თებერვალი (4 მარტი), 1852[1] [5] [6] (42 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[3] [4] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო[7] და დანილოვის მონასტერი |
ფსევდონიმი | В. Алов, П. Глечик, Н. Г., ОООО, Г. Янов, N. N. და *** |
საქმიანობა | დრამატურგი[8] , ისტორიკოსი, ლიტერატურული კრიტიკოსი, მასწავლებელი, პოეტი, პროზაიკოსი[8] , პუბლიცისტი და მწერალი[4] [8] [9] |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | დრამა და პროზა |
Magnum opus | მკვდარი სულები, რევიზორი, Marriage და ტარას ბულბა |
მეუღლე | |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
ხშირად უწოდებენ თანამედროვე რუსული რეალიზმის მამას. ნიკოლაი გოგოლი ერთ-ერთი პირველი რუსი მწერალი იყო, რომელმაც ქვეყნის ცხოვრების სტილი გააკრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ადრეული ნამუშევრები უკრაინულ ატმოსფეროში აღზრდის ზეგავლენითაა განმსჭვალული, ის მუდამ რუსულად წერდა და მისი ნამუშევრები რუსული ლიტერატურის ტრადიციას ეკუთვნის. მის შედევრთა შორისაა რომანი „მკვდარი სულები“ (1842), პიესა „რევიზორი“ (1836, 1842) და მოთხრობა „შინელი“ (1842).