From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკეა (ბერძ. Νίκαια, თურქ. İznik) — ძველი ბერძნული და ბიზანტიური ქალაქი მცირე აზიაში. დღეს იზნიქი, ქალაქი და რაიონი თურქეთის ბურსას პროვინციაში. ქალაქი მდებარეობს იზნიქის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ბიზანტიური ციხესიმაგრის კედლები. 1922 წლამდე ქალაქში შემონახული იყო მოზაიკით მორთული მიძინების ეკლესია, მცირე აზიაში ბიზანტიური ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუში. 1922 წელს დანგრეულ იქნა თურქეთის ხელისუფლების მიერ.
ქალაქის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. თავდაპირველი ქალაქი, რომელიც ანკორეს, ან ჰელიკორეს სახელით იყო ცნობილი, დაანგრიეს მიზიელებმა. ძვ. წ. 316 წელს აღადგინა ანტიგონე I ცალთვალამ და თავის პატივსაცემად უწოდა ანტიგონია (ბერძ. Αντιγόνεια). ძვ. წ. 301 წელს ქალაქი გადავიდა თრაკიის მეფის, ლისიმაქეს ხელში, რომელსაც მან თავისი ცოლის, ნიკეას პატივსაცემად ნიკეა უწოდა.
ქალაქმა დიდი როლი ითამაშა ქრისტიანობის განვითარებაში. მასში ჩატარდა ორი მსოფლიო საეკლესიო კრება:
1078 წელს ქალაქი გადავიდა თურქი სელჯუკების ხელში. 1097 წლის ჯვაროსნებისა და ბიზანტიელების ალყის შემდეგ, ქალაქი კვლავ ბიზანტილებების ხელში დაბურნდა (1330 წლამდე).
1204—1261 წლებში ქალაქი ნიკეის იმპერიის დედაქალაქია.
დაახლოებით 1330 წელს ქალაქი დაიპყრეს თურქებმა და შევიდა ოსმანთა იმპერიის შემადგენლობაში. იმ დროიდან ქალაქი ატარებს თავის ამჟამინდელ სახელწოდებას – იზნიქი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.