ნიკარაგუის ტბა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტბა ნიკარაგუა იგივე კოკიბოლკა ან გრანადა (ესპ. Lago de Nicaragua, Lago Cocibolca, Mar Dulce, Gran Lago, Gran Lago Dulce, ან Lago de Granada) — ტექტონიკური წარმოშობის ვრცელი მლაშე ტბა ნიკარაგუის ტერიტორიაზე. თავისი 8,264 კმ²-იანი ფართობით იგი, როგორც ნიკარაგუის, ისე ცენტრალური ამერიკის უდიდესი ტბაა. ხოლო მსოფლიოში სისიდით 21-ე. ზღვის დონიდან 32 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ტბა სიღრმით 28 მეტრისაა და მდინარე ტიპიტაპას საშუალებით ტბა მანაგუას უკავშირდება.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკარაგუა (მრავალმნიშვნელოვანი). |
ტბა ნიკარაგუა | |
---|---|
Lago de Nicaragua | |
ვულკანი კონსეფსიონი კუნძულ ომეტეპეზე | |
კოორდინატები: 11°37′ ჩ. გ. 85°21′ დ. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 32 მ |
ფართობი | 8,264 კმ² |
მოცულობა | 108.00 კმ³ |
მაქსიმალური სიღრმე | 28 მ |
გამომდინარე მდინარე | რიო სან ხუანი |
მდინარე რიო-სან-ხუანით ნიკარაგუის ტბა უკავშირდება კარიბის ზღვას. ტბის ნაპირებთან გაშენებულია ქალაქი გრანადა და წყნარ ოკეანესთან იმდენად ახლოსაა, რომ მისი სანაპიროებიდან ჩანს კუნძულ ომეტეპეს (ნიკარაგუის ტბის კუნძული) ვულკანური მთები. ნიკარაგუის ტბას აქვს კარიბის ზღვის მეკობრეთა თავდასხმის გამოცდილებაც, როდესაც ისინი თავს დაესხნენ ქალაქ გრანადას.
ნიკარაგუის ტბა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. პანამის არხის გაჭრამდე იგეგმებოდა ნიკარაგუის არხის მშენებლობა. მდინარე რიო-სან-ხუანის, ნიკარაგუის ტბისა და რივასის გეოგრაფიული ყელის გავლით ატლანტისა და წყნარი ოკეანეები დაუკავშირდებოდნენ ერთმანეთს. მაშინ ამ არხის მშენებლობის გეგმები ჩაიშალა, თუმცა დღემდე პერიოდულად წამოიჭრება ხოლმე აღნიშნული არხის გაყვანის საკითხი.