From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკარაგუის დღევანდელი დროშა მიიღეს 1971 წლის 27 აგვისტოს. მისი პროტოტიპი არის ცენტრალური ამერიკის შეერთებული შტატების დროშა, ხოლო არგენტინის დროშის მიბაძვით არის შექმნილი. ნიკარაგუის სახელმწიფო დროშა და გერბი თავისი სიმბოლიკით ძალზედ ჰგავს ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციების დროშას. სამფეროვანი დროშა ამომავალი მზით, ვულკანებით, თავისუფლების ქუდითა და ცისარტყელათი-ეს ყოველივე გამოჩნდა ორიგინალურ ემბლემაზე. გერბის სახელწოდება არის სახელმწიფოს სახელი, ნიკარაგუის რესპუბლიკა. დროშაზე გამოსახული ხუთი ვულკანი განასახიერებს ხუთ პროვინციას, რომლებმაც თავის დროზე შექმნეს ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციები, რადგანაც ნიკარაგუის დღევანდელი დროშა სწორედ ამ ისტორიული სახელმწიფოს დროში მიხედვითაა შექმნილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.