![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
ნიალისყურის ქედი
ვულკანური ქედი საქართველოს (სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში), თურქეთის (ა / From Wikipedia, the free encyclopedia
ნიალისყურის ქედი, ჩრდილის ქედი, ჩილდირის ქედი – სუბგანედური ვულკანური ქედი საქართველოს (სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში), თურქეთის (არტაანის პროვინციაში) და სომხეთის (შირაკის პროვინციაში) სახელმწიფო საზღვარზე. მდებარეობს ჯავახეთის ზეგნის სამხრეთ ნაწილში. უმაღლესი ადგილია მწვერვალი უჩთაფალარი (3011 მ). აგებულია მიო-პლიოცენური ანდეზიტური ქანებით. აქვს განიერი თხემი და სუსტად დანაწევრებული დამრეცი კალთები. ნიალისყურის ქედის ქვემო კალთები შემოსილია მთის შავმიწისებრ ნიადაგებზე განვითარებული მდელოებით, შუა — მთის მდელოს ნიადაგებიანი სუბალპური მდელოებით, ზემო კალთები და თხემი — მდელოს ტორფიან-კორდიან ნიადაგებზე განვითარებული ალპური ბალახეულობით.
სწრაფი ფაქტები ნიალისყურის ქედი ...
ნიალისყურის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 41°07′22″ ჩ. გ. 43°28′26″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | სამცხე-ჯავახეთის მხარე არტაანის პროვინცია შირაკის პროვინცია |
უმაღლესი წერტილი | უჩთაფალარი |
სიმაღლე | 3011 მ |
დახურვა