ნიადაგთმცოდნეობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიადაგთმცოდნეობა (იგივეა რაც პედოლოგია) — მეცნიერება ნიადაგის, მისი წარმოშობის განვითარების, გეოგრაფიული გავრცელების, რაციონალურად გამოყენებისა და შედგენილობა-თვისებების შესახებ. ნიადაგთმცოდნეობა შეისწავლის ნიადაგს, როგორც ბუნების სხეულს, წარმოების საშუალებას და შრომის საგანს. ნიადაგთმცოდნეობის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ნიადაგების კლასიფიკაციის დადგენა, ნიადაგთწარმოქმნის პირობების გარკვევა და ნიადაგის მორფოლოგიის შესწავლა. დაკავშირებულია გეოგრაფიასთან, გეოლოგიასთან და ბუნებისმეტყველების სხვა დარგებთან.
ნიადაგთმცოდნეობის ძირითადი დარგებია:
- ნიადაგების გეოგრაფია;
- ნიადაგის გენეზისი;
- ნიადაგის ფიზიკა;
- ნიადაგის ქიმია;
- ნიადაგის ჰიდროლოგია;
- ნიადაგის ბიოლოგია (მიკრობიოლოგია).