From Wikipedia, the free encyclopedia
ნესვეტაის სურბ-კარაპეტის ეკლესია (რუს. Церковь Сурб Карапет; სომხ. Սուրբ Կարապետ եկեղեցի) — ეკლესია მიასნიკოვის რაიონის სოფელ ნესვეტაიში , როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება სომხეთის სამოციქულო ეკლესიას. ეკლესიის შენობა როსტოვის საოლქო საბჭოს 1992 წლის 17 დეკემბრის № 325 გადაწყვეტილების მიხედვით აღიარებულია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლად. აგებულია 1870 წელს.
ნესვეტაის სურბ-კარაპეტის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | სომხეთის სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ნესვეტაი |
სასულიერო სტატუსი | საჭიროებს რემონტს |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
თარიღდება | 1870 |
დეტალები | |
მასალა | აგური |
ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, მიასნიკოვის რაიონი, სოფელი ნესვეტაი, ვოროშილოვის ქუჩა.
დონის მიწაზე სომხების დასახლება დაიწყო ორი საუკუნის წინ. XVIII საუკუნეში ეკატერინე II-მ გამოსცა ბრძანებულება ყირიმიდან სომხების გადასახლების შესახებ აზოვისპირეთში. 1779 წელს ათასი სომეხი გადაასახლეს დონის მიწაზე, ძირითადად სოფლებში: ჩალტირი, ყირიმი, ბოლშიე-სალი, სულთან-სალი და ნესვეტაი. სოფელი ნესვეტაი დაარსდა 1780 წელს, ხოლო სურბ-კარაპეტის ეკლესია 1790 წელს.
1837 წელს დონის ნახიჭევანის პირველი გილდიის ვაჭარმა კარაპეტ ტონიკიანმა თხოვნით მიმართა ქალაქის სასულიერო საზოგადოებას, მიეცათ უფლება და აეშენებინათ ქალაქში ახალი ეკლესია, რადგან ძველი ეკლესიის შენობა უკვე ავარიულ მდგომარეობაში იყო. თანხმობა მიიღეს და 1858 წლის გაზაფხულზე დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. ეკლესია აშენდა ისე, რომ ერთდროულად შეეძლო 250 მორწმუნის დატევა. 1866 წელს ვაჭარი ტონიკიანი გარდაიცვალა და ეკლესია დაუსრულებელი დარჩა. ტონიკიანმა დატოვა ანდერძი და დაიბარა ეკლესიის დასრულება. 1866 წელს ანდერძის შესაბამისად ეკლესიის მშენებლობა მივიდა კარნიზებამდე.
1867 წელს მრევლმა გადაწყვიტა აეშენებინათ ახალი ეკლესია დარჩენილი სამშენებლო მასალების გამოყენებით. მათ დონის სასულიერო კონსისტორიას მიმართეს თხოვნით, მაგრამ კონსისტორიამ ნება დართო მხოლოდ იმ პირობით, რომ დაასრულებდნენ ტონიკიანის მიერ დაწყებულ ეკლესიას. 1870 წელს ტონიკიანის დაწყებული ეკლესიის მშენებლობა დასრულდა.
ეკლესიასთან ჯერ კიდევ 1868 წელს გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა.
მომდევნო წლებში ეკლესიას მრავალი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. 1886 წელს გამოუცვალეს სახურავი. 1923 წელს ჩაუტარდა კიბის რესტავრაცია, შემდეგ კვალვ სახურავი გამოუცვალეს. ამ პერიოდში ეკლესიაში ღვთისმსახურებას აღავლენდა ორი მღვდელი.
1930-იან წლებში ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია დაზიანდა დაბომბვის შედეგად. დაინგრა მისი სახურავი და კედლები, სამრეკლოს გუმბათი.
ამჟამად ეკლესიის შენობა საჭიროებს რემონტს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოებისათვის მზადება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.