![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3c/Rhumsiki_Peak.jpg/640px-Rhumsiki_Peak.jpg&w=640&q=50)
ნეკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნეკი (ინგლ. neck, სიტყვასიტყვით – კისერი) — მაგმური ქანის სვეტისებრი სხეული, რომლითაც ამოვსებულია ვულკანის ყელი (ლავა, ტუფები, შერეული გენეზისის ბრექჩიები და სხვ.). გვხვდება აგრეთვე დედამიწის ზედაპირზე ექსტრუზივის სახით.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3c/Rhumsiki_Peak.jpg/640px-Rhumsiki_Peak.jpg)
განივ კვეთში ნეკი მომრგვალოა, ოვალური ან დარღვეული გარშემოხაზულობა ზომებით რამდენიმე მეტრიდან 1,5 კმ-მდეა. ფხვიერი ვულკანური მასალის დამტვრევის შემდეგ ნეკი, ჩვეულებრივ ძლიერ არის სახეშეცვლილი პოსტმაგმატური აირჰიდროთერმებით.
რბილ ქანებთან შეღწევის შემდეგ ნეკი ეროზიის გავლენით იღებს სვეტისებურ ამონაწევს.