From Wikipedia, the free encyclopedia
ნეიტრალიზაციის რეაქცია, იგივე ფუძე-მჟავა რეაქცია — ქიმიური რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს ფუძესა და მჟავას შორის, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას PH-ის გასანეიტრალებლად. არსებობს უამრავი თეორიები ამ რეაქციასთან დაკავშირებით, ერთ ერთი მათგანია ბროსტედ-ლოვრის მჟავა-ფუძის რეაქციის თეორია.
მათი მნიშვნელობა აშკარა ხდება მჟავის ან ფუძის აირადი და თხევადი სახეობების ანალიზისას. ამ რეაქციის პირველი ნიმუშები წარადგინა ფრანგმა ქიმიკოსმა ანტუან ლავუაზიემ 1776 წელს.[1]
პირველის სამეცნიერო ნაშრომი მჟავებსა და ფუძეებზე ეკუთვნის ანტუან ლავუაზეს. ლავუაზიეს ცოდნა ძლიერი მჟავების შესახებ შემცირდა ოქსიდოვან მჟავებამდე როგორიცაა HNO3 და H2SO4, რომლებიც შეიცავენ მაღალ ჟანგბადის რიცხვებს და მათი ცენტრალური ატომები გარშემორტყმულები არიან ჟანგბადებით. მართალია, მან ბევრი არაფერი იცოდა წყალბადის მჟავების შესახებ (Hf, HCl, HBr, HI), მაგრამ მას საკმაოდ დიდი ცოდნა გააჩნდა ჟანგბადოვან მჟავებზე. ანტუან ლავუაზეს აზრმა 30 წელს გაძლო. 1810 წელს კი ჰამფრი დეივიმ თავის ნამუშევარში დაამტკიცა ჟანგბადის არ არსებობა H2S, H2Te ნაერთებში, მაგრამ მან ვერ შეძლო იმის დამტიცება რომ მჟავიანობა არ არის დამოკიდებული ერთ რომელიმე ელემენტზე და დამოკიდებულია ნივთიერებათა ნაერთზე.[2] იენს იაკობ ბერცელიუსმა წარადგინა თეორიები ჟანგბადზე რომლის მიხედვითაც მჟავები არიან არამეტალების ოქსიდები ხოლო ფეძეები არიან მეტალის ოქსიდები.
1838 წელს იუსტუს ლიბიხმა წარადგინა თეორია რომ მჟავა არის ნივთიერება რომელიც შეიცავს მეტალის ერთ ან რამდენიმე ატომს, რომელსაც წყალბადის ჩანაცვლება შესწევს.[3][4][5] ეს თეორია დაფუძნებული იყო ამავე მეცნიერის ნამუშევარზე ორგანული მჟავების შესახებ.[6]
მჟავების და ფუძეების მოლეკულური ტერმინებით პირველი თანამედროვე განმარტება ეკუთვნის სვანტე არენიუსს,[7][8] წყალბადის თეორია მჟავაში მოჰვა 1884 წლის ნამუშევარი ვილჰელმ ოსტვალდთან ერთად რომელმაც მას 1903 წელს ნობელის პრემია მოაგებინა.
არენიუსი განმარტავს:
ეს ან არის წყლის პროტონაციის მიზეზი ან წყალბადიუმის იონის წარმოქმნის მიზეზი (H3O+).[9] დღეს H+ სიმბოლო წარმოადგენს H3O+</sup_ის შემოკლებულ ვარიანტს.
არენიუსის განმარტებები მჟავიანობასა და ტუტიანობაზე შეზღუდულია წყლით და ეხება გამხსნელი იონების კონცენტრაციას. ამ განმარტების მიხედვით სუფთა H2SO4 და HCl (ქლორწყალბადმჟავა) იშლება ტოლუენებათ რომლებიც არ არიან მჟავურები, ამას მივყავართ ლევისის თეორიაზე არაწყალხსნარებთან დაკავშირებით.
საბოლოოდ, ნივთიერებას რომ არენიუსის მჟავა ვუწოდოთ და შეეძლოს წყლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაშლა, მას უნდა შეეძლოს:
ან
ასევე ნივთიერებას რომ არენიუსის ფუძე ვუწოდოთ და წყლის დაშლა შეძლოს, მას უნდა შეეძლოს:
ან
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.