![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
ნებოძირის ქედი
ქედი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ნებოძირის ქედი — ქედი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს მესხეთის ქედის განშტოებას, მდინარეების ბჟუჟისა და კინტრიშის ზემოთების წყალგამყოფს. უმაღლესი ადგილია ნებოძირის მთა (2364 მ). აგებულია შუაეოცენური ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, არგილითებით, ანდეზიტური განფენით. კალთები დამრეცია, შემოსილია უმთავრესად წიფლნარით. თხემზე სუბალპური მდელოებია.
სწრაფი ფაქტები ნებოძირის ქედი ...
ნებოძირის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 41°46′22″ ჩ. გ. 42°05′37″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | ნებოძირის მთა |
სიმაღლე | 2364 მ |
ამგებელი ქანები | ტუფი, ტუფ-ბრექჩია, ტუფ-ქვიშაქვა, არგილითი, ანდეზიტი |
დახურვა