From Wikipedia, the free encyclopedia
ნების ძვლები (Ossa metacarpalia) წარმოადგენენ შუამდებარე სეგმენტს თითს ფალანგებსა და მაჯის ძვლებს შორის. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს მაჯის კავშირს წინამხართან. ნების ძვლები წინა ტერფის ძვლების ანალოგიურია.
ნების ძვლები | |
---|---|
ნების ძვლები წინიდან | |
ნების 5 ძვალი, დანომრილი | |
ლათინური | Os metacarpale
Ossa metacarpalis (მრავლ.) |
ნების ძვლები განივ რკალს წარმოქმნიან, რომელსაც მაჯის ძვლების მტკიცე რიგი უკავშირდება. პერიფერიული ნების ძვლები (ნეკა და ცერა თითის) უზრუნველყოფენ 'თასის' ფორმირებას, რომელიც ღრმავდება ამ 2 თითის ერთმანეთთან მიახლოებით. საჩვენებელი თითის ნების ძვალი ყველაზე მტკიცედაა ფიქსირებული, ხოლო ცერა თითის ნების ძვალი ტრაპეციულ ძვალთან სახსარს ქმნის და დანარჩენებისგან დამოუკიდებლად მოძრაობს. შუათანა ნების ძვლები, მათი ბუნებრივი, ურთიერთდაკავშირებული ძვლოვანი სტრუქტურების გამო, მაჯასთან მტკიცე კავშირშია.[1]
თითოეული ნების ძვალი წარმოდგენილია სხეულით და 2 ბოლოთი: დისტალურ (თითებთან ახლო) ბოლოს არსებული თავი და პროქსიმალურ (მაჯასთან ახლო) ბოლოს არსებული ფუძე.
სხეული პრისმოიდული ფორმისაა და რკალოვანია. მას გააჩნია 3 ზედაპირი: მედიალური, ლატერალური და დორსალური.
ფუძე (basis) კუბოიდური ფორმისაა და უკანა მხრიდან უფრო ფართეა, ვიდრე წინიდან. იგი მაჯის ძვლებთან და გვერდით მდებარე ნების ძვლებთან სახსრებს ქმნის. მისი დორსალური და ხელისმხრივი ზედაპირები უხეშია, იოგების მისამაგრებლად.
თავი, ანუ თითის ბოლო (caput) წაგრძელებული ფორმისაა და გვერდებიდან გაბრტყელებულია. იგი პროქსიმალურ ფალანგებთან სახსარს ქმნის. თავის ორივე მხარეს არის ბორცვაკი ნებ-ფალანგის სახსრის კოლატერალური იოგის მისამაგრებლად.
მისი დორსალურ ზედაპირს, რომელიც ფართო და ბრტყელია, გამშლელი კუნთების მყესები უკავშირდება.
ხელისგულისმხრივი ზედაპირი ღაროვანია, რაც მომჭერი კუნთების მყესებს გავლის საშუალებას აძლევს.
ყელი სხეულსა და თავს შორის გარდამავალი ზონაა.
ნეფ-ფალანგის სახსრების გარდა, ნების ძვლები აგრეთვე ქმნიან მაჯა-ნების სახსრებს:
მაჯის გრძელი/მოკლე გამშლელი სხივისგან (m. extensor carpi radialis longus et brevis): ორივე უკავშირდება ნების მეორე ძვლის ფუძეს. მონაწილეობენ მაჯის გაშლასა და სხივის მოხრაში. [2]
მაჯის გამშლელი იდაყვისკენ (m. extensor carpi ulnaris): უკავშირდება ნების მეხუთე ძვლის ფუძეს. მონაწილეობს მაჯის გაშლასა და ფიქსაციაში, როდესაც თითები მოხრილია. ეხმარება მაჯის მოხრას იდაყვის მხრიდან. [2]
ცერის გრძელი განმზიდველი (m. abductor policis longus): უკავშირდება ტრაპეციულ ძვალს და ნების პირველი ძვლის ფუძეს. უზრუნველყოფს ცერის მოზიდვას ფრონტალურ სიბრტყეში, შლის მაჯა-ნების სახსარში. [2]
ცერის პირისპირ დამყენებელი (m. opponens policis): უკავშირდება ნების პირველ ძვალს. უზრუნველყოფს მის მოხრას, ხერის პირისპირ მოჰყავს. [3]
ნეკის პირისპირ დამყენებელი (m. opponens digiti minimi): უკავშირდება ნების მეხუთე ძვლის მედიალურ ზედაპირს. მის მოხრას უზრუნველყოფს მაჯა-ნების სახსარში. მონაწილეობს ხელისგულის ჩაღრმავებაში. [3]
ნების მეხუთე და მეოთხე ძვლები ხშირად დამოკლებულია ფსევდოჰიპოპარათირეოიდიზმის და ფსევდოფსევდოჰიპოპარათირეოიდიზმის დროს.
ტერნერის სინდრომის ერთ-ერთი ნიშანი არის დამოკლებული IV ნების თითი ნორმალური V თითის თანაობისას.
ნების თითის ყელი მოტეხილობის ხშირი წერტილია კრივში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.