From Wikipedia, the free encyclopedia
ნეაპოლის სამეფო — ისტორიული სახელმწიფო სამხრეთ იტალიაში, დედაქალაქით ნეაპოლში. შეიქმნა 1282 წელს სიცილიის სამეფოს დაშლის შემდეგ.[1] ნეაპოლის სამეფოს მმართველმა ანჟუს დინასტიამ სიცილია საბოლოოდ 1302 წელს დაკარგა, ხოლო ნეაპოლში 1442 წლამდე შეინარჩუნა ხელისუფლება. ნეაპოლის სამეფო 1442 წელს დაიპყრო და სიცილიის სამეფოს შეუერთა არაგონის მეფემ ალფონსო V-მ, რომელიც ამის შემდეგ ორივე სიცილიის მეფედ იწოდებოდა (ალფონსო Ӏ). მისი სიკვდილის შემდეგ, 1458 წელს ნეაპოლის სამეფო და სიცილია კვლავ გაითიშნენ. იტალიური ომების (1494—1559) შემდეგ ნეაპოლის სამეფო ესპანეთის სამფლობელო გახდა (1504) და სიცილიასთან ერთად შეადგინა ორივე სიცილიის სამეფო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.