From Wikipedia, the free encyclopedia
ნახშირბადის ტეტრაქლორიდი — ორგანული ნივთიერება ქიმიური ფორმულით . არის უფერო სითხე. არ არის ცეცხლსაშიში, მაგრამ სახიფათოა ჯამრთელობისათვის. დიდი რაოდენობა ნახშირბადის ტეტრაქლორიდის სასუნთქი გზებით ორგანიზმში მოხვედრა იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაციას.
ნახშირბადის ტეტრაქლორიდი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ნახშირბადის ტეტრაქლორიდი; ტეტრაქლორმეთანი. |
ტრადიციული სახელწოდება | მეთანის ტეტრაქლორიდი; ჰალონ-104; ფრეონ-10; ტეტრაფორმი; პერქლორომეთანი; მეთილის ტეტრაქლორიდი; ტეტრაზოლი. |
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 153.81 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.5867 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −22.92 °C |
დუღილის ტემპერატურა | 76.72 °C |
აფეთქების ტემპერატურა | 982 °C |
თვითაალების ტემპერატურა | 982 °C |
მოლური თბოტევადობა (სტ. პირ.) | 132.6 ჯ/(მ·კ) |
წარმოქმნის ენტალპია (სტ. პირ.) | −139.3 კჯ/მოლი |
ქიმიური თვისებები | |
ხსნადობა წყალში | ხსნადია ალკოჰოლში; ეთერში; ქლოროფორმში; ბენზოლში; ჭიანჭველა მჟავაში და ნახშირბადის დისულფიდში. გ/100 მლ |
ხსნადობა ნივთიერებაში წყალი | 0.097 (0 °C) გ/100 მლ |
სტრუქტურა | |
კოორდინაციული გეომეტრია | ტეტრაგონალური |
კრისტალური სტრუქტურა | მონოკლინური |
დიპოლური მომენტი | 0 დ |
უსაფრთხოება | |
LD50 | 2350 |
კლასიფიკაცია | |
CAS | 56-23-5 |
PubChem | 5943 |
SMILES |
|
ნახშირბადის ტეტრაქლორიდის მიღება ხდება მეთანის და ქლორის ურთიერთქმედებით იმისათვის, რომ რეაქცია წარიმართოს საჭირო არის ულტრაიისფერი დასხივება, რათა ორი ქლორის ატომი ერთმანეტს დაშორდეს და ატომური ქლორის რადიკალმა შეუტიოს მეთანის მოლეკულას ნახშირბადის ტეტრაქლორიდი არის ამ რეაქციის პროდუქტი რეაქცია მიმდინარეობს 4 ეტაპად და მიიღება სხვა მეთანის ქლორნაწარმებიც, როგორებიცაა მონოქლორმეთანი, დიქლორმეთანი და ტრიქლორმეთანი (ქლოროფორმი). რეაქცია პირველად 1839 წელს ჩატარდა, მაშინ საწყის პროდუქტად გამოიყენეს ქლოროფორმი[1] მეთანის ნაცვლად, ამიტომაც რეაქცია ერთ ეტაპად წარიმართა.
ჰექსაქლორ ეთანში ხდება ნახშირბად ატომებს შორის ბმის გახლეჩა და ორი ატომი ქლორის მიერთება. მიიღება ორი მოლი ნახშირბადის ტეტრაქლორიდი.
ნახშირბადის დისულფიდის და ქლორის ურთიერთქმედებით მიიღება ნახშირბადის ტეტრაქლორიდი და დიგოგირდის დიქლორიდი. რეაქცია უნდა მიმდინაეობდეს 105-დან 130 °C-მდე ტემპერატურის ფარგლებში. ამ რეაქცია მიმართავდნენ 1950 წლის შემდეგ.[2]
ორგანულ ქიმიაში გამოიყენება აპელის რეაქციისთვის.[3] წარსულში გამოიყენებოდა მაცივარ აგენტად და ლავა ლამპებში[4]. 1910 წელს წარმოებული იქნა, რათა გამოეყენათ როგორც ცეცხლმაქრი.[5] მაღალი ხარისხის ნახშირბადის ტეტრაქლორიდი გამოიყენება ქლორფტორორგანული ნაერთების, მაცივარ აგენტ R-11 (ტრიქლორფტორმეთანის) და R-12 (დიქლორდიფტორმეთანის) მისაღებად. ეს უკანასკნელი ნივთიერებები ბუნებაში მოხვედრისთანავე იწვევენ ოზონის მოლეკულების დაშლას.
ნახშირბადის ტეტრაქლორიდი არის ძლიერი ჰეპატოტოქსინი (ანუ ტოქსიკურია ღვიძლისთვის). მისი შესუნთქვა იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას, ამას მოყვება ღვიძლის[6] და თირკმელების[7] დეგენერაცია, რამაც შესაბამის ორგანოებზე შესაძლოა სიმსივნე გამოიწვიოს.[8] ატმოსფეროში მოხვედის შემდეგ საჭიროა 85 წელი, რათა ნახშირბადის ტეტრაქლორიდი განაგურდეს[9]. ჰაერში, მაღალი ტემპერატურის პირობებში, გარდაიქმნება მომწამლავ ნივთიერება ფოსგენად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.