From Wikipedia, the free encyclopedia
ნაცარა მურყანი (ლათ. Alnus incana) — საშუალო სიდიდის (6–15 მ სიმაღლის) ფოთოლმცვენი ხე ან მსხვილი ბუჩქი მომრგვალებული ან კვერცხისებრ-წაგრძელებული ვარჯით, პრიალა ნაცარა ქერქით, მონაცრისფრო-ჩამოშვებული ან ქეჩისებრი არაწებოვანი ახალგაზრდა ფოთლებით და ნათელი-მომუქო კვირტებით. ფოთლები რიგობითიია, მსუბუქ ძაფისებრ ან ქეჩისებრ დაშვებულ ღეროებზე, ოვალური ან მომრგვალო-კვერცხისებრი, 4–10 სმ სიგრძით და 4–7 სმ სიგანით.[1] ნორჩი ფოთლები შებუსვილია, ქვედა მხარე — მოლეგო ხაოიანი ბეწვით. ფოთლის ყუნწი 1,5–3 სმ სიგრძის და ასევე შებუსვილია.[2]
ნაცარა მურყანი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Alnus incana (L.) Moench, 1794 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 194472 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ყვავილები განსხვავებულსქესიანია. ერთლებნიანი მამრობითი მძივები – ჩამოკიდებულია ტოტებზე 3–5 რაოდენობით, ყვავილობისას იზრდება 8–10 სმ სიგრძისანი. მდედრობითი მძივები მოკლე და ოვალურებია, სიგრძით 1,5–2 სმ, გირჩისებრია. კვირტები მჯდომარეა, 3–8 სმ ღერძზე. ნაყოფი – ბრტყელი, ერთთესლიანი კაკლებია.[1]
ყვავის მარტ-აპრილში, ნაყოფმსხმოიარობს აგვისტო-ოქტომბერში. გავრცელებულია კავკასიაში, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება თითქმის მთელ ტყიან საქართველოში. იზრდება უმთავრესად მთის ხეობების გაყოლებით 1500–1800 მეტრ სიმაღლეზე.[2]
მურყნის გირჩები შეიცავს პიროგალის ჯგუფის მთრიმლავ ნივთიერებებს, რომელთა შედგენილობაში შედის ტანინი (2,5%-მდე) და გალის მჟავა (დაახლოებით 4%). მცენარეში არის აგრეთვე გლიკოზიდები, ორგანული მჟავები, ალკალოიდები და ფლავონოიდები.[1]
მურყნის გირჩების წყლიან ნაყენს და სპირტული გამონაწვლილს იყენებენ როგორც შემკვრელ და სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას. გამონახარში და ნაყენები ეფექტურია ენტერიტების, დისპეპსიის, დიზენტერიის, კოლიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების დროს, მურყნის ნახარშს იყენებენ რევმატული დაავადებების და გაცივების დროს.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.