![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d2/Sodium-hypochlorite.png/640px-Sodium-hypochlorite.png&w=640&q=50)
ნატრიუმის ჰიპოქლორიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნატრიუმის ჰიპოქლორიტი — არაორგანული ნივთიერება, ქიმიური ფორმულით LiClO ან NaOCl. ანჰიდრიტი ნაერთი არის არასტაბილური და შეიძლება დაიშალოს აფეთქებით.[1][2] იგი კრისტალირდება როგორც პენტაჰიდრატი NaOCl·5H2O. არის მომწვანო-მოყვითალო ფერის, მყარი, რომელიც არ არის ფეთქებადი და სტაბილურია, თუ კი ინახება მაცივარში.[3][4]
სწრაფი ფაქტები ზოგადი, ფიზიკური თვისებები ...
ნატრიუმის ჰიპოქლორიტი | |
![]() | |
![]() ![]() | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ნატრიუმის ჰიპოქლორიტი |
ქიმიური ფორმულა | NaOCl |
მოლური მასა | 74.442 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.11 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 18 °C |
დუღილის ტემპერატურა | 101 °C |
ქიმიური თვისებები | |
pKa | 7.5185 |
დახურვა
ნატრიუმის ჰიპოქლორიტი ყველაზე ხშირად გვხვდება, როგორც ღია ფერის მომწვანო-მოყვითელი განზავებული ხსნარი, რომელიც ცნობილია როგორც მათეთრებელი. იგი საყოფაცხოვრებო ქიმიკატია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მე -18 საუკუნიდან, სადეზინფექციო საშუალებად ან მათეთრებლად. ხსნარში ნივთიერება არასტაბილურია და ადვილად იშლება, ქლორის გამოთავისუფლებით. ნატრიუმის ჰიპოქლორიტი არის ყველაზე ძველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქლორიანი მათეთრებელი.[5][6]