From Wikipedia, the free encyclopedia
ნარიმან კერბალაი ნაჯაფ ოღლუ ნარიმანოვი (აზერ. نریمان نریماناوو, Nəriman Kərbəlayi Nəcəf oğlu Nərimanov; დ. 2 (14) აპრილი, 1870, თბილისი — გ. 19 მარტი, 1925, მოსკოვი, რსფსრ) — აზერბაიჯანელი მწერალი, გამოჩენილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ბოლშევიკი, აზერბაიჯანის სსრ-ის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი (1920–1921) და სახალხო კომისარების თავმჯდომარე (1920-1922).
ნარიმან ნარიმანოვი აზერ. نریمان نریماناوو, Nəriman Nərimanov | |
ნარიმან ნარიმანოვის პორტრეტი, გადაღებული კლიმაშევსკის ფოტოატელიეში ასტრახანში 1913 წელს | |
სსრკ-ს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1-ლი თავმჯდომარე ასფსრ-ში | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 დეკემბერი, 1922 – 19 მარტი, 1925 | |
წინამორბედი | თანამდებობა არ არსებობდა |
მემკვიდრე | გაზანფარ მუსაბეკოვი |
აზერბაიჯანის სსრ-ს სახალხო კომისარების საბჭოს 1-ლი თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 აპრილი, 1920 – 6 მაისი, 1922 | |
წინამორბედი | თანამდებობა არ არსებობდა |
მემკვიდრე | გაზანფარ მუსაბეკოვი |
აზერბაიჯანის სსრ-ს საგარეო საქმეთა 1-ლი სახალხო კომისარი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1920 – 2 მაისი, 1921 | |
წინამორბედი | თანამდებობა არ არსებობდა |
მემკვიდრე | მირზა დავუდ ჰუსეინოვი |
დაბადებული | 2 (14) აპრილი, 1870 თბილისი, თბილისის მაზრა, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 19 მარტი, 1925 მოსკოვი, რსფსრ, სსრკ |
მეუღლე | გიულსუმ ალიევა |
შვილები | ნაჯაფი |
განათლება | გორის სასწავლო სემინარია, ნოვოროსისკის უნივერსიტეტი |
პროფესია | დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელი,[1] მკურნალი[2] |
რელიგია | ისლამი (შიიზმი),[1] შემდეგ გახდა ათეისტი |
ნარიმან ნარიმანოვი დაიბადა 1870 წლის 2 (14) აპრილს თბილისში, კერბალაი ნაჯაფისა და ხალიმი-ხანუმის ღარიბ აზერბაიჯანულ ოჯახში. ცხრაშვილიან ოჯახში იგი ყველაზე უმცროსი იყო. სახელი დაარქვეს ბაბუის, ნარიმან ალახვერდის პატივსაცემად, რომელიც გრიგოლ ორბელიანის აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხანენდე იყო საქართველოში. იოანე ბატონიშვილის თავის პოემაში „კალმასობა“ საიათნოვასთან ერთად ნარიმან ნარიმანოვიც ჰყავს მოხსენიებული.[3] ნარიმანოვს საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა. თავის ავტობიოგრაფიაში წერს: დედაჩემს ძალიან უნდოდა ჩემი რუსულ სკოლაში შეყვანა. 1882 წელს მე ამიერკავკასიის სასწავლო სემინარიაში მიმიღეს, რომელიც დავამთავრე კიდეც. დამამთავრებელ კლასში მყოფი, სწავლის სასწავლო ინსტიტუტში გაგრძელებაზე ვფიქრობდი. მაგრამ, სასწავლო სემინარიის დამთავრებამდე ორი თვით ადრე მამა დამეღუპა. ამ გარემოებამ ჩემზე ძლიერ იმოქმედა და ოცნება სწავლა გამეგრძელებინა ინსტიტუტში ოცნებადვე დარჩა, მე ოჯახზე დავიწყე ფიქრი, მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი ყველა საშუალების გარეშე დარჩა.[4]
1890 წელს ნარიმანოვმა დაამთავრა ამიერკავკასიის სასწავლო სემინარია გორში.[5] სემინარიის დამთავრების შემდეგ დაინიშნა მასწავლებლად ყიზილ-აჯლოში, ბორჩალოს მაზრაში. 1891 წელს გადავიდა ბაქოში, სადაც ჯერ პროგიმნაზიაში, ხოლო შემდეგ ბაქოს ვაჟთა გიმნაზიაში ასწავლიდა.[6]1902 წელს დაამთავრა ნოვოროსკიისკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.
1905 წლიდან პოლიტიკაშია. არის აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიული პარტია „გუმეტის“ წევრი, მონაწილეობს ამიერკავკასიაში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებში. 1908 წელს აპატიმრებენ და სვამენ მეტეხის ციხეში, შემდეგ 5 წლით ასახლებენ ასტრახანის მხარეში. 1916 წლის დეკემბერში ირჩევენ „სახალხო სახლის“ , ბაქოს ბოლშევიკთა ორგანიზაციის ლეგალური ცენტრის მმართველობაში. 1918 წლის მარტში არის ბაქოს რევოლუციური დაცვის კომიტეტის წევრი. 1918 წლის შემოდგომიდან ბაქოს ოსმალური ოკუპაციის შემდეგ ტოვებს ქალაქს და გადადის მოსკოვში. 1919 წლიდან ლენინის ინიციატივით ინიშნება საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების გამგედ. იყო აზერბაიჯანის ბოლშევიკური ოკუპაციის ერთ-ერთი ინიციატორი. 1920 წლის აპრილში ბაქოს ბოლშევიკური ოკუპაციის დროს იყო აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, შემდგომ აზერბაიჯანის სსრ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი და მთავრობის თავმჯდომარე. 1922 წლის 30 დეკემბერს ინიშნება სსრკ-ს ცაკ-ის თავმჯდომარედ, ამავე დროს 1924 წლიდან საზოგადოებრივ მეცნიერებებში კითხულობს ლექციებს აღმოსავლეთის მშრომელთა კომუნისტურ უნივერსიტეტში. გარდაიცვალა მოსკოვში გაურკვეველ ვითარებაში, ოფიციალური ვერსიის გულის უკმარისობის გამო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.