![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b8/Gewoon_struisgras_Agrostis_tenuis.jpg/640px-Gewoon_struisgras_Agrostis_tenuis.jpg&w=640&q=50)
ნამიკრეფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნამიკრეფია (Agrostis) — მრავალწლოვან, იშვიათად ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა.
ნამიკრეფია | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Agrostis | |||||||||||||
|
200-მდე სახეობა გავრცელებულია ზომიერ და ტროპიკების მთიან სარტყელში, უმეტესად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. კავკასიაში 11 სახეობაა, მათგან საქართველოში 8 გვხვდება.
სახეობათა უმეტესობა საკვები ბალახია. განსაკუთრებით კარგი საკვებია თეთრი ნამიკრეფია (Agrostis alba), რომელიც ჩვენში იზრდება მთის ზედა სარტყლამდე, ტენიან ადგილებში. იგი შეტანილია კულტურაში და გამოიყენება ბალახნარევებში ხელოვნური სათიბ-საძოვრებისათვის; ბრტყელფოთოლა ნამიკრეფია (Agrostis planifolia) გვხვდება მაღალმთის მშრალ მდელოებზე; ნატყევარ მდელოებზე გავრცელებულია ჩვეულებრივი ნამიკრეფია (Agrostis capillaris); ჯავახეთისა და აჭარა-იმერეთის მთიან საძოვრებზე გვხვდება ლაზური ნამიკრეფია (Agrostis lazica); ჯავახეთის ზეგანზე მდინარისა და ტბის ტენიან ნაპირებზე გავრცელებულია ყარსული ნამიკრეფია (Agrostis karsensis). საკმაოდ ხეშეშია და როგორც საკვები ბალახი მდარე ხარისხისაა. ნამიკრეფია საუკეთესოა ჩამორეცხილი მთისკალთების გაკორდება-გამაგრებისათვის.