![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/9/97/Logo_Namibia_Rugby.svg/langka-640px-Logo_Namibia_Rugby.svg.png&w=640&q=50)
ნამიბიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
From Wikipedia, the free encyclopedia
ნამიბიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები (ინგლ. Namibia national rugby union team) — ეროვნული ნაკრები, რომელიც ნამიბიას წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. სიძლიერისა და წარმატებების მიხედვით აფრიკის მეორე გუნდია სამხრეთ აფრიკის შემდეგ. მსოფლიო რაგბის კლასიფიკაციით ნამიბია მიეკუთვნება პერფომანსის ჯგუფს, ანუ ძლიერ ნაკრებს, მაგრამ მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებთან შედარებით ჯერ კიდევ სუსტს. საშინაო თამაშებს ატარებს ვინდჰუკში «ჰაგე გეინგობის სახელობის სტადიონზე», რომელიც იტევს დაახლოებით 10 ათას ადამიანს.
![]() | |||
კავშირი | ნამიბიის რაგბის კავშირი | ||
---|---|---|---|
მეტსახელ(ებ)ი | ველვიჩიები | ||
ემბლემა | African Fish Eagle | ||
მწვრთნელ(ებ)ი | ფილ დეივისი | ||
კაპიტანი | ჟაკ ბურგერი | ||
ყველაზე მეტი კეპი | ჯონი რედელინგუისი (50) | ||
ყველაზე მეტი ქულა | თეუნს კოტცე (344) | ||
ყველაზე მეტი ლელო | გერჰარდ მანსი (27) | ||
| |||
პირველი საერთაშორისო მატჩი | |||
![]() (05-07-1955) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
![]() ![]() (15-06-2002) | |||
უარესი დამარცხება | |||
![]() ![]() (25-10-2003) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლები | 5 (პირველი 1999) | ||
საუკეთესო შედეგი | ბოლო ადგილი ჯგუფში, 1999, 2003, 2007, 2011, 2015 |
ნამიბიის ეროვნული ნაკრები 1999 წლიდან მონაწილეობს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიებში, მაგრამ ამ ტურნირებში არასდროს არ მოუგია არც ერთი თამაში. ნამიბიის ნაკრები ექვსჯერ გახდა აფრიკის თასის მფლობელი, უფრო მეტად ვიდრე სხვა რომელიმე ნაკრები, და ერთხელ ერთა თასის მფლობელი.
ნამიბიის ნაკრები შეიქმნა 1990 წელს თითქმის ნამიბიის დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე. მართავს ნამიბიის რაგბის კავშირი (ინგლ. Namibia Rugby Union). ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ტრადიციულად ასპარეზობენ ცისფერი მაისურებით, ხოლო ნამიბიის ნაკრების ყველაზე უფრო გავრცელებული მეტსახელია — «ველვიჩიები». ადრე ნაკრები ასევე ატარებდა არაოფიციალურ მეტსახელ «ბილტონგბურებს» (ინგლ. Biltongboere), მაგრამ 2007 წელს ეს მეტსახელი რასისტულად იქნა აღიარებული და მას შემდეგ აღარ გამოიყენება.